სრული ანოტაცია

შტოში (Vaccinium macrocarpon)

შტოში აფერხებს E. coli-ს მიმაგრებას ურეთრის კედელზე 67%-ზე მეტ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, მდგრადია თუ არა ბაქტერია ანტიბიოტიკებზე. უზრუნველყოფს ცისტიტის ეპიზოდების შემცირებას 40–65%-ით.

 ფრუქტოოლიგოსაქარიდები
პრებიოტიკი; ასტიმულირებს სასარგებლო მიკრობიოტას  და ამცირებს პათოგენების კოლონიზაციას.

ვიტამინი C
ანტიოქსიდანტი, ხელს უწყობს ინფექციის წინააღმდეგ დაცვას.

ჩვენება

საკვები დანამატი.

უკუჩვენებები

არ გამოიყენოთ მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ან ცნობილი ალერგიის შემთხვევაში.

სიფრთხილის ზომები

საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად.

არ უნდა გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

 ურთიერთქმედებები

თუ იღებთ ზენურიქს სიროფს, აცნობეთ ექიმს და ფარმაცევტს, თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს ან დანამატებს.

დოზირება და მიღების წესი

დოზირების ფორმა: ბოთლი

მიღების ფორმა: პერორალური

მიღების წესი: 10 მლ დღეში ძირითადი კვების წინ, ერთ ჭიქა წყალში გაზავებული, მინიმუმ 30 დღის განმავლობაში.

არასასურველი გვერდითი მოვლენები

არ არის აღწერილი გვერდითი მოვლენები.

 დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას.

 შეუთავსებლობები

უცნობია.

შენახვის ვადა

შენახვის ვადაა წარმოების თარიღიდან 2 წელი, რაც მითითებულია შეფუთვაზე.

ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

შენახვა

არ შეინახოთ 25OC-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

გახსნის შემდეგ, შეინახეთ მაცივარში.

აქტიური ნივთიერებები 10 მლ %NRV*
კონცენტრირებული შტოშის წვენი 7200 მგ  Ÿ
ფრუქტოოლიგოსაქარიდები 155 მგ Ÿ
C ვიტამინი 30 მგ  38

NRV* = კვებითი ღირებულება

 

ზენურიქსი სიროფი
28.00

In stock