სრული ანოტაცია:

ფერმენტირებული წითელი ბრინჯის მშრალი ექსტრაქტი – წითელი ბრინჯი მონაკოლინ K-ს წყაროა, რომელიც ხელს უწყობს ქოლესტერინის ნორმალური დონის შენარჩუნებას სისხლში. სამედიცინო მიზნებისთვის იგი ასევე გამოიყენება ელენთის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის, საჭმლის მონელებისა და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად.

არტიშოკის ფოთლის მშრალი ექსტრაქტი – დადასტურებულია, რომ არტიშოკი ამცირებს სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების მომატებულ დონეს. აძლიერებს ღვიძლში ქოლესტერინის დაშლის პროცესს და მომნელებელი სისტემის საშუალებით ახდენს ორგანიზმიდან ჭარბი ქოლესტეროლის ელიმინაციას.

ინგრედიენტები:

ქოლინი ბიტარტრატი, არტიშოკის ექსტრაქტი (Cynara scolymus), შემავსებელი ნივთიერება (მიკროკრისტალური ცელულოზა), ფერმენტირებული წითელი საფუარიანი ბრინჯის ექსტრაქტი (Monascus purpureus), წებოვნების საწინააღმდეგო ნივთიერება (ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, სილიციუმის დიოქსიდი), ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი) და ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა).

კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, წითელი რკინის ოქსიდი.

უსაფრთხოების ზომები:

ბუნებრივი საკვები დანამატები არ ანაცვლებს  ბალანსირებულ კვებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს.

არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება.

შეინახეთ ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე 18 წლამდე ბავშვებსა და 70 წელს გადაცილებულ ზრდასრულებში.

რეკომენდებული დღიური დოზა – 1 კაფსულა, რომელიც შეიცავს 2,9 მგ მონაკოლინ K-ს.

მიღების წესი და დოზირება:

1 კაფსულა დღეში, ნახევარ ჭიქა სითხესთან ერთად ბოლო კვების შემდეგ. გვერდითი მოვლენების  შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის ვადა: 3 წელი.

შენახვის პირობები:

არ შეინახოთ 25 °C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა:

30 კაფსულა

მწარმოებელი:

MARTINEZ NIETO, S.A.

კარტახენა (ესპანეთი)

 

შემადგენლობა 1 კაფსულაში
1 კაფსულაში 155 მგ
ქოლინი 82.5 მგ

ფერმენტირებული წითელი საფუარი ბრინჯი*

*შეიცავს 2,9 მგ მონაკოლინ K-ს

58 მგ
თიამინი (B1) 1.1 მგ
ფოლიუმის მჟავა (B9) 200 მკგ
გული ფორტისი 30 კაფსულა
43.00

In stock