ბივიტონ ქიდსი წარმოადგენს იდეალურ ფორმულას მასში შემავალი კომპონენტებიდან გამომდინარე. 12 ვიტამინი, ფუტკრის რძე და პროპოლისი უზრუნველყოფს:
ვიტამინები B6, ნიაცინი (B3), პანტოტენის მჟავა (B5), ფოლიუმის მჟავა (B9), ბიოტინი (B7), თიამინი (B1) და ვიტამინი (B12) ბივიტონ ქიდს-ში ხელს უწყობენ ენერგიის გამომუშავებას, ნერვული და იმუნური სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას, ასევე სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებას.
ვიტამინები C, D და E ხელს უწყობენ ძვლებსა და სახსრებში კოლაგენის ნორმალურ ფორმირებას, ძვლების ნორმალურ განვითარებას და უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან, შესაბამისად.
ბივიტონ ქიდს-ში პროპოლისი გაწმენდილია დაპატენტებული ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც გამორიცხავს არააქტიურ ნივთიერებებს, როგორიცაა ცვილი, და გარანტიას იძლევა ფლავონოიდების მინიმუმ 10%-იან შემცველობაზე, გამოხატული გალანგინის სახით.
ბივიტონ ქიდს-ში შემავალი ფუტკრის რძეს გააჩნია უჯერი ცხიმოვანი მჟავების მნიშვნელოვანი შემცველობა, რომლებიც მონაწილეობენ ენერგიის გამომუშავების პროცესებში.
ბივიტონ ქიდს რეკომენდებულია 4 წლიდან.
შესანიშნავი ფორმულის წყალობით, ეს პროდუქტი უზრუნველყოფს ენერგიას და სრულ ზრუნვას ბავშვებსა და მოზარდებში ზრდის, ფიზიკური აქტივობებისა და ფიზიოლოგიური ცვლილებების პერიოდში.
ერთჯერადი დოზის დასალევი ფლაკონები ადვილად მიიღება, უსაფრთხოა და მარტივად ტრანსპორტირებადი. გარდა ამისა, მას აქვს სასიამოვნო ტყის ხილის არომატი. მისი თხევადი ფორმა იდეალურია როგორც ცალკე დასალევად, ასევე ცივ წვენებთან, იოგურტებთან, სმუზიებთან შესარევად, რაც უზრუნველყოფს მარტივ, მოსახერხებელ და სწრაფ მიღებას.
უკუჩვენებები არ გამოიყენოთ მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ან ცნობილი ალერგიის შემთხვევაში.
სიფრთხილის ზომები
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ. საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. არ უნდა გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
ურთიერთქმედებები
თუ იღებთ ბივიტონ ქიდს, აცნობეთ ექიმს და ფარმაცევტს, თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს ან დანამატებს.
დოზირება და მიღების წესი
დოზირების ფორმა: ფლაკონი
მიღების ფორმა: პერორალური
მიღების წესი: 4-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: 5 მლ (1/2 ფლაკონი) დღეში.
12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზრდილები: 10 მლ (1 ფლაკონი) დღეში.
არასასურველი გვერდითი მოვლენები
არ არის აღწერილი გვერდითი მოვლენები.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას.
შეუთავსებლობები
უცნობია.
შენახვის ვადა
შენახვის ვადაა წარმოების თარიღიდან 3 წელი, რაც მითითებულია შეფუთვაზე.
ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შენახვის პირობები
არ შეინახოთ 25OC-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ მონოდოზის შემცველობა ორიგინალ შეფუთვაში.
შეფუთვა
20 ფლაკონი x 10 მლ/ფლკ
*გაფრთხილება: ფუტკრის პროდუქციაზე განსაკუთრებული მგრძნობელობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.






