შემადგენლობა: კუნელის ზეთის მაცერატი (Crataegus app.), ზეითუნის ფოთლის ზეთის მაცერატი (Olea europaea) და ნიორის ზეთის მაცერატი (Allium sativum).

  • კუნელი
    შეიცავს ფლავონოიდებს (ჰიპეროზიდი, იზოკვერცეტინი, კვერცეტინი), პროანთოციანიდინებს (ეპიკატექინი) და ფენოლურ მჟავას (ქლოროგენური მჟავა).
    კუნელს აქვს კარდიოვასკულარული ფარმაკოლოგიური აქტივობა, მათ შორის: ვაზოდილატაციური ეფექტი, პოზიტიური ინოტროპული ეფექტი, ენდოთელიუმის დამცავი მოქმედება და ჰიპოტენზიური ეფექტი.
  • ზეითუნის ზეთი
    ზეითუნის ზეთს აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება, იცავს ენდოთელიუმს და არეგულირებს ქსოვილების მიერ გლუკოზის შეწოვას.
  • ნიორი

შეიცავს ალიცინს, სხვადასხვა ენზიმს, მინერალებსა და  17 ამინომჟავას. ალიცინი არის მთავარი ბიოაქტიური ნაერთი.
ნიორი თავის ბიოლოგიურ აქტივობას ავლენს ენდოთელიუმის რელაქსაციის, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბირებისა (ჰიპოტენზიური ეფექტი) და თრომბოციტების აგრეგაციის შემცირების გზით.

უკუჩვენებები:

არ გამოიყენოთ მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ან ცნობილი ალერგიის შემთხვევაში. კუნელის ორმაგი ეფექტი აუმჯობესებს გულის შეკუმშვის უნარს და ამცირებს პერიფერიულ რეზისტენტობას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სისხლის წნევას.

არასასურველი გვერდითი მოვლენები:  

გვერდითი მოვლენები არ არის აღწერილი.

დოზირება და მიღების წესი:

დოზირების ფორმა: კაფსულები

მიღების ფორმა: პერორალური

მიღების წესი: 4 კაფსულა დღეში საუზმემდე, ან 2 კაფსულა საუზმემდე და 2 სადილამდე.

 

 

შემადგენლობა 1 კაფსულაში
კუნელის ზეთის მაცერატი 200 მგ
ზეითუნის ფოთლის ზეთის მაცერატი 200 მგ
ნიორის ზეთის მაცერატი 100 მგ
არტერიონი 60 კაფსულა
42.00

In stock