სრული ანოტაცია:
ეზეტიმიბი მკვეთრად ამცირებს LDL ქოლესტეროლს და სხვა ძირითად ლიპიდურ მაჩვენებლებს: აპოლიპროტეინ B, საერთო ქოლესტეროლი, ტრიგლიცერიდები და HDL.
ეზიტიმიბის მოქმედების მექანიზმი:
შერჩევითად აინჰიბირებს ქოლესტეროლის შეწოვას ნაწლავიდან და ღვიძლის უჯრედებისთვის მის ხელმისაწვდომობას.
მოქმედებს NPC1L1 ტრანსპორტერზე, რომელიც მისი მთავარი სამიზნეა.
ბლოკავს NPC1L1 ტრანსპორტერს ორ ადგილას: ნაწლავის უჯრედებში (ენტეროციტებში ) და ღვიძლის უჯრედებში (ჰეპატოციტებში).
მიღების წესი და დოზირება:
ეზეტიმიბ-დენკ 10 მგ-ის 1 ტაბლეტი დღეში, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად.
დიეტა: პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ლიპიდის შესამცირებელ დიეტაზე და დიეტა უნდა გაგრძელდეს ეზეტიმიბ-დენკ-ით მკურნალობის განმავლობაში.
უკუჩვენებები:
ეზეტიმიბ-დენკი უკუნაჩვენებია პაციენებში, რომელთაც აქვთ:
- მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ
- ეზეტიმიბით და სტატინებით კომბინირებული თერაპია უკუნაჩვენებია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
- ეზეტიმიბით და სტატინებით კომბინირებული თერაპია უკუნაჩვენებია ღვიძლის აქტიური დაავადების ან შრატში ტრანსამინაზების აუხნელი ხანგრძლივი მატების მქონე პაციენტებში.
სიფრთხილის სპეციალური ზომები:
ორსულობა
არ არსებობს კლინიკური მონაცემები ეზეტიმიბის გამოყენების შესახებ ორსულობის დროს.
ეზეტიმიბი მიიღება ორსულ ქალებში მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში.
ლაქტაცია
ეზეტიმიბი არ გამოიყენება ლაქტაციის დროს.
უცნობია გადადის თუ არა ეზეტიმიბი დედის რძეში.
ფერტილობა
არ არსებობს კლინიკური მონაცემები ეზეტიმიბის გავლენის შესახებ ადამიანის ფერტილობაზე.
ურთიერთქმედება:
ფიბრატები:
კომბინირებული თერაპიის უსაფრთხოება და ეფექტიანობა არ არის ცნობილი.
თუ ქოლელითიაზი მოსალოდნელია: ნაღვლის ბუშტის გამოკვლევები, თერაპია უნდა შეწყდეს.
ფენოფიბრატების/გემფიბროზილის კომბინირებული თერაპიის გამოყენება უმნიშვნელოდ ზრდის ეზეტიმიბის საერთო კონცენტრაციას.
ციკლოსპორინი:
ციკლოსპორინის კონცენტრაცია უნდა შემოწმდეს პაციენტებში, რომლებიც იღებენ ეზეტიმიბს და ციკლოსპორინს.
ანტიკოაგულანტები:
თუ ეზეტიმიბი ემატება ვაფრარინს, სხვა კუმარინის ანტიკოაგულანტი, ან ფლუინდიონს, საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება (INR) უნდა შემოწმდეს სათანადოდ.
ქოლესტირამინი:
კომბინირებული თერაპია ამცირებს საერთო ეზეტიმიბის მრუდის ქვეშ არსებულ საშუალო არეალს.
LDL ქოლესტერინის თანაფარდობითი შემცირება ქოლესტირამინში ეზეტიმიბის დამატების გამო იწვევს კიდევ უფრო შემცირებას ამ ურთიერთქმედებით.
გვერდითი მოვლენები:
ხშირი გვერდითი რეაქციები (>1/100-დან <1/10)
- გასტროინტესტინალური დარღვევები: მუცლის ტკივილი, დიარეა, მეტეორიზმი
- ზოგადი დარღვევები: დაღლილობა
- ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები: თავის ტკივილი
- ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები: მიალგია
- კვლევები (ლაბორატორიული მაჩვენებლები): ALT/AST მომატება
ALT: ალანინ ამინოტრანსფერაზა, AST: ასპარტატ ამინოტრანსფერაზა à ღვიძლის ფერმენტები
შენახვის ვადა: 2 წელი.


