სრული აღწერა:ამლო-დენკ 5-ის აქტიური ნივთიერება არის ამლოდიპინი და მიეკუთვნება კალციუმის ანტაგონისტების სახელწოდებით ცნობილ ჯგუფს. ამლო-დენკ 5 გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) ან მკერდის ტკივილის ზოგიერთი ტიპის ტკივილის ე.წ. სტენოკარდიის სამკურნალოდ, რომლის იშვიათი ფორმაა პრინცმეტალის ან ვარიანტული სტენოკარდია. მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებში ეს მედიკამენტი მოქმედებს, როგორც სისხლძარღვების მომდუნებელი, შედეგად სისხლი სისხლძარღვებში უფრო მარტივად გადაადგილდება. სტენოკარდიის მქონე პაციენტებში, ამლო-დენკ 5 აძლიერებს გულის კუნთისათვის სისხლის მიწოდებას, აქტიურდება ჟანგბადით მომარაგება, შედეგად მკერდის ტკივილი ჩერდება. ეს მედიკამენტი ვერ უზრუნველყოფს სტენოკარდიით გამოწვეული მკერდის ტკივილის დაუყონებლივ შეჩერებას.
შემადგენლობა: – აქტიური ნივთიერება არის ამლოდიპინი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 6.395 მგ ამლოდიპინის მეზილატს 1 H2O, რაც 5 მგ ამლოდიპინის ექვივალენტურია. – სხვა ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის უწყლო წყალბადის ფოსფატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი [მცენარეული]. შესაძლო გვერდითი ეფექტები: ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა იგი ყველას არ უვლინდება. დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს, თუ ამ მედიკამენტის მიღების შემდეგ პაციენტს გამოუვლინდა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები: • მოულოდნელი ხიხინი, ტკივილი მკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება ან შემოკლება • ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება • ენის ან ხორხის შეშუპება, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას • მწვავე რეაქციები კანის მხრივ, მათ შორის გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, მთელს სხეულზე კანის გაწითლება, ძლიერი ქავილი, გამონაყარი, კანის აქერცვლა და შეშუპება, ლორწოვანი გარსის ანთება (სტივენ ჯონსის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზი) ან სხვა ალერგიული რეაქციები • გულის შეტევა, გულის უჩვეულო რითმი • პანკრეასის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ან ზურგის მწვავე ტკივილი, რომელსაც თან ახლავს ძალიან ცუდად ყოფნის შეგრძნება. გამოვლინდა შემდეგი ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები. თუ რომელიმე მათგანმა გამოიწვია პაციენტისთვის პრობლემები, ან თუ გაგრძელდა 1 კვირაზე უფრო დიდი ხნის განმავლობაში, უნდა მიემართოს ექიმს. ძალიან ხშირი: ვლინდება 10 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ზე მეტ შემთხვევაში • ტერფის შეშუპება (ოედემა) გამოვლინდა შემდეგი ხშირი გვერდითი ეფექტები. თუ რომელიმე მათგანმა გამოიწვია პაციენტისთვის პრობლემები, ან თუ გაგრძელდა 1 კვირაზე უფრო დიდი ხნის განმავლობაში, უნდა მიემართოს ექიმს. ხშირი: ვლინდება 10 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-მდე შემთხვევაში • თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა (განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე) • გულისცემის გაძლიერება (საკუთარი გულისცემის შეგრძნება), ჰიპერემია • მუცლის ტკივილი, ავადმყოფობის შეგრძენბა (გულისრევა) • ცვლილებები ნაწლავის ფუნქციის მხრივ, დიარეა, ყაბზობა, დისპერსია • დაღლილობა, სისუსტის შეგრძნება • დარღვევები მხედველობის მხრივ, მხედველობის გაორება • კუნთის სპაზმი • შეშუპებული ტერფები სხვა გამოვლენილი გვერდითი ეფექტები მოცემულია ქვემოთ. თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გართულდა, ან თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების მოცემულ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. არახშირი: ვლინდება 100 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-მდე შემთხვევაში • ხასიათის ცვლილება, შფოთვა, დეპრესია, უძილობა • შიში, დარღვევები გემოვნების მხრივ, გულის წასვლა • კიდურებში დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება, ტკივილის შეგრძნების დაკარგვა • ყურებში ხმაურის შეგრძნება • დაბალი არტერიული წნევა • ცემინება/სურდო, რაც გამოწვეულია ცხვირის გარსის ანთებით (რინიტი) • ხველა • პირის სიმშრალე, ღებინება (ავადმყოფობა) • თმის ცვენა, მომატებული ოფლიანობა, ქავილი, კანზე წითელი ბუშტუკები, კანის გაუფერულება • დარღვევები შარდის გამოყოფის მხრივ, შარდის გამოყოფის მომატება ღამის განმავლობაში, შარდის გამოყოფის რაოდენობის მომატება • ერექციის უუნარობა, დისკომფორტი ან მკერდის გაზრდა მამაკაცებში • ტკივილი, ცუდად ყოფნის შეგრძნება • სახსრების ან კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი • წონის მომატება ან შემცირება იშვიათად: ვლინდება 1,000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-მდე შემთხვევაში • კონფუზია ძალიან იშვიათად: ვლინდება 10,000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-მდე შემთხვევაში • სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) რაოდენობის შემცირება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლჩაქცევები ან სისხლდენა (სისხლის წითელი უჯრედების დაზიანება) • სისხლში შაქრის დონის გადაჭარბება (ჰიპერგლიკემია) • დარღვევები ნერვების მხრივ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება • ღრძილების შეშუპება • მუცლის შებერილობა (გასტრიტი) • დარღვევა ღვიძლის ფუნქციის მხრივ, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), კანის სიყვითლე (სიყვითლე), ღვიძლის ფერმენტის მომატება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სამედიცინო ანალიზზე. • კუნთის გაზრდილი დაჭიმულობა • სისხლძარღვების ანთება, ხშირი გამონაყარით კანზე • სინათლის მიმართ მგრძნობელობა • დარღვევები, რომელიც აერთიანებს სიხისტეს, კანკალს და/ან მოძრაობის მხრივ დარღვევებს მიღების წესი: არ შეიძლება გრეიფუტისა და მისი წვენის მიღება, იმ პაციენტებისათვის, ვინც მკურნალობს ამლო-დენკ 5-ით, რადგან გრეიფუტმა და გრეიფუტის წვენმა შესაძლებელია გაზარდოს აქტიური ნივთიერების ამლოდიპინის დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამლო დენკ 5-ის არტერიული წნევის შემამცირებელი ეფექტის მოულოდნელი გაზრდა.

Status

რეცეფტული

ამ პროდუქტის დეტალები არ არის ხელმისაწვდომი.

Amlo-Denk 5 mg 50 Tablets – ამლო დენკი 5მგ 50 ტაბლეტი
7.00

In stock