პირბადის ტარების კულტურა

ფართო პერსპექტივა: პირბადის ტარების კულტურა იაპონიაში ას წელზე მეტს ითვლის

ფართო პერსპექტივა: პირბადის ტარების კულტურა იაპონიაში ას წელზე მეტს ითვლის

საზოგადოებრივ სივრცეებში პირბადის ტარება მთელს მსოფლიოში ყოველდღიურობის ნაწილი ხდება, ამის პარალელურად, რა შეიძლება ვისწავლოთ იაპონიის მსგავსი ქვეყნისგან, სადაც ეს უკვე დიდი დამკვიდრებული პრაქტიკაა?

2021 წლის 19 თებერვალი: ავტორები Tetsekela Anyiam-Osigwe და Jacques Schmitz

მომაკვდინებელი ვირუსი პირველად ჩინეთში გამოჩნდა, თუმცა, მალევე გავრცელდა ფართოდ. ნიუ-იორკში საგანგებო ვითარება გამოცხადდა, ლონდონის საავადმყოფოები ივსებოდა ინფიცირებული პაციენტებით და იაპონიაში ვირუსი მჭიდროდ დასახლებული ქალაქებიდან პატარა ურბანულ სივრცეებში გადავიდა. ეს არ ყოფილა კოვიდ-19, ეს იყო ახალი სახიფათო  გრიპის ვირუსი (H3N2) “შემტევიანობის უჩვეულოდ მაღალი ხარისხით” – ცნობილი, როგორც ჰონგ-კონგის გრიპი, რომელიც მძვინვარებდა სამყაროში გვიან 1960-იან წლებში.

ბავშვებს სკოლაშიც კი დაჰქონდათ ნიღბები ყოველკვირეულად და დიდად არ ყოფილა ჯარიმის დაწესების საჭიროება, რათა ზრდასრულებს ნიღბები ეტარებინათ.
მიუხედავად იმისა, რომ H2N2 ვირუსის უამრავი შემთხვევა აღირიცხა და დადასტურდა 1968 წლის აგვისტოსა და სექტემბერს შორის; ოქტომბრამდე იაპონიაში ეპიდემია არ იყო დაწყებული. ტოკიოში, იმ დროს მსოფლიოს უდიდეს ქალაქში, ხელისუფლება ემზადებოდა საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის მნიშვნელოვანი საფრთხისთვის. ქალაქის 9-მილიონიანი, მჭიდროდ ასახლებული პოპულაცია ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, განსაკუთრებულ რისკს წარმოადგენდა ვირუსული ინფექციების მიმართ. H3N2-ის ვაქცინის გამოგონებამდე და დამზადებამდე იაპონიამ პირბადეებს მიმართა ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

სტუდენტი 1960-იანების ტოკიოში ატარებს პირბადეს ინფექციისგან თავის დასაცავად
წყარო: WHO/Paul Almasy

ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როცა იაპონია მნიშვნელოვანი ვირუსული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა და არც პირბადის გამოყენება ყოფილა ახალი ფენომენი მისი გავრცელებისგან თავის ასარიდებლად. ჰონგ-კონგის გრიპი იყო გრიპის მესამე პანდემია, რომელიც მეოცე საუკუნეში მოხდა. პირველი იყო ესპანური გრიპის პანდემია 1918 წელს. შემდეგ, ვაქცინის არარსებობის დროს, პირბადეების საყოველთაო გამოყენება გადამწყვეტი აღმოჩნდა ვირუსის გაჩერებისათვის.

სან-ფრანცისკოდან პირბადეების შეკვეთებით: იაპონია პასუხობს თავის პირველ პანდემიას მეოცე საუკუნეში

მიუხედავად იმისა, რომ იაპონიაში პირბადეების გამოყენება მეოცე საუკუნემდეც იყო მიღებული, ესპანური გრიპის პანდემიის დროს 1918-1920 წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა პირბადეების ტარების სტატუსი.

ეს ცვლილება გამოიწვია გრიპის პანდემიის შეჩერებისთვის საჭირო ეფექტური გზების ძებნამ.1918 წლის შემოდგომაზე იაპონიის ჯანდაცვის ბიურომ, სან-ფრანცისკოს მაგალითის მიხედვით (რომელმაც წარმატებულად უპასუხა პანდემიას პირბადეების შეკვეთით), მოქმედება დაიწყო. იაპონიაში ადგილობრივ ხელისუფლებას მიეწოდა დირექტივები, შეეგულიანებინათ ხალხი, რათა ეტარებინათ პირბადეები საავადმყოფოებში, მატარებლებში, ტრამვაებსა და ხალხმრავალ ადგილებში. ერთი წლის შემდეგ, პირბადეები უფასოდ ურიგდებოდა მათ, ვისაც არ ჰქონდა შეძენის საშუალება და თეატრები, ავტობუსები და კინოები დაემატა საზოგადოებრივი თავშეყრის იმ ადგილების სიას, სადაც ნიღბის ტარება სავალდებულო იყო.

ექიმის შენიშვნა: ნიღბები მუშაობენ

შემდეგი საუკუნის განმავლობაში აღმოსავლეთ აზიაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეების მთელი რიგი, რაც მოიცავს 2003 წელს მწვავე რესპირატორული სინდრომის (SARS-ის) აფეთქებასა და 2009 წელს ღორის გრიპის აფეთქებას, გადაიზარდა იაპონიაში საზოგადოებრივ სივრცეებში პირბადის ტარების კულტურისთვის მიცემულ ბიძგად. საბოლოოდ, პირბადის ტარება სიმბოლო გახდა კოლექტიური და მიზანმიმართული დაცვის პანდემიის უხილავი საფრთხისგან.
რთული არაა დავინახოთ რატომ; პირბადის ტარება შესაძლოა იყოს ეფექტიანი საზომი ტრანსმისიის შესამცირებლად. დაცვის დამატებითი ფენის შექმნის საშუალებით, მათ შეუძლიათ ვირუსის მტარებელს შეუშალონ ხელი ინფექციის სხვებისთვის გადაცემაში, რაც განსაკუთრებით გამოსადეგია მაღალი რისკის სიტუაციაში, სადაც ფიზიკური დისტანციის დაცვა შეუძლებელია და ვენტილაციის დონე არის მინიმალური ან უცნობი.

ტოკიოდან სიყვარულით: ყველამ უნდა შეასრულოს თავისი როლი 21-ე საუკუნეში

იაპონიაში ადრეულ 2000-იან წლებში ხელისუფლებამ წამოიწყო ჯანდაცვის სერიოზული კამპანიები, რომლებიც პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდებდა ხალხს. ხალხს მზარდად უბიძგებდნენ, რათა გაეგოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათი ინდივიდუალური ქცევა, არა მხოლოდ თავიანთი, არამედ მათი თემისა და მთლიანად ქვეყნის ჯანმრთელობისთვის.

ეტაპობრივად, პირბადის ტარების პრაქტიკა სულ უფრო ნაკლებად გახდა დამოკიდებული რაიმე კონკრეტულ პანდემიურ საფრთხეზე და გახდა საყრდენი წერტილი ინდივიდუალური პასუხისმგებლობისა, რაც უკავშირდებოდა ოჯახის, თემისა და ქვეყნის დაცვას, ეს კი, თავის მხრივ, მუდმივ ჩართულობას საჭიროებდა. ამის გათვალისწინებით, არ იყო გასაკვირი, რომ საზოგადოებრივი კამპანიები იმ თემებს შეეხებოდა, რომლებიც აერთიანებდა ოჯახსა და სამსახურს. მეორეს მხრივ, პირბადის ტარება გახდა ადამიანურ ურთიერთობებში ოჯახის წევრების სიყვარულისა და მათზე ზრუნვის სიმბოლო. ამავდროულად, პირბადები გახდა ნაციონალურ ეკონომიკაში მუშახელის კონტრიბუციის აუცილებელი ნაწილი, რადგანაც ეს ახდენდა სამუშაოს შეფერხებისთვის ხელის შეშლას ავადმყოფობის გამო.

Japan Mask History

რესპირატორული ინფექციით დაავადებული ბავშვი ატარებს თეთრ ნიღაბს ტოკიოს ქუჩებში
წყარო: WHO/Takeshi Takahara

ბავშვებს სკოლაში ყოველკვირეულად დაჰქონდათ პირბადეები და არ ყოფილა ზრდასრული ადამიანებისთვის ჯარიმის დაწესების საჭიროება პირბადეების სატარებლად. ხალხის უმრავლესობამ ეს ნებაყოფლობით, ხშირად, თავიანთი ინიციატივით გააკეთა. იაპონიაში მილიონობით პირბადის წარმოება გაგრძელდა პირადი მოხმარებისთვის, რადგანაც მოთხოვნას ამყარებდა მზარდი კულტურა, პირბადის ტარების ასოციაცია ოჯახის კარგ წევრობასთან, მეზობლობასთან და მოქალაქეობასთან.

——————————————————————————————————————–
GAVI არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 2000 წელს შეიქმნა და წარმოადგენს ვაქცინის გლობალურ ალიანსს. ის აკავშირებს საჯარო და კერძო სექტორებს საერთო მიზნით: მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში მცხოვრები ბავშვებისთვის შეიქმნას თანაბარი წვდომა ახალ და არასაკმარისად გამოყენებულ ვაქცინებზე. GAVI-ს სათავო ოფისები მდებარეობს ჟენევასა და ვაშინგტონში.

სტატიის ორიგინალი ვერსია იხილეთ  აქ…