GreenDez ქლორის დიოქსიდი

პეტერბურგულმა კომპანიამ მოიფიქრა ექსპრეს-დეზინფექტორები სასწრაფო დახმარების მანქანებისთვის

პეტერბურგულმა კომპანიამ მოიფიქრა ექსპრეს-დეზინფექტორები სასწრაფო დახმარების მანქანებისთვის

პეტერბურგის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის რეზიდენტმა კომპანიამ სასწრაფო დახმარების მანქანებისთვის ექსპრეს-დეზინფექციის აპარატები შეიმუშავა,
კომპანია “ACKM”-მა მოიფიქრა სისტემა, რომლითაც სასწრაფო დახმარების მანქანების სალონების დეზინფექცია პრაქტიკულად წამებშია შესაძლებელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დეზინფექცია აუცილებლად უნდა მოხდეს თითოეული პაციენტის მიღების შემდეგ, მაგრამ დღესდღეობით ასწრაფო დახმარების სადგურებზე დატვირთვა ჩვეულებრივზე ბევრად გაზრდილია. შემუშავებული სისტემით კი, დამუშავება წუთზე ნაკლებ დროს იკავებს.
“პანდემიის პერიოდში, გაორმაგებული დატვირთვის პირობებში, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახურს ოპერატიული დეზინფექციის მაქსიმალურად ეფექტური სისტემა სჭირდება. ჩვენი აეროზოლური დეზინფექციის სისტემა მონტაჟდება ავტომობილში და იმართება დისტანციურად, პლანშეტის მეშვეობით. გამომდინარე აქედან, სამედიცინო პერსონალს არ უწევს შეხება დეზინფექტანტთან. ჩატარებული დეზინფექციის ვერიფიცირებული ინფორმაცია, ადგილი, დრო, ავტომობილი და ოპერატორის სახელი და გვარი სამკურნალო დაწესებულების მონაცემთა ბაზაში წამებში აისახება. ამის შემდეგ გასანიავებლად მხოლოდ 5 წუთია საჭირო და სატრანსპორტო საშუალება უკვე მზადაა შემდეგ მისამართზე გასამგზავრებლად.” – ამბობს კომპანია “ACKM”-ის დამფუძნებელი, ალექსანდრ შმატკოვი.
საუბარია მცირედისპრესულ აეროზოლურ დეზინფექციაზე. დეზინფექტანტი ისხმება სპეციალურ აპარატში, რომელიც მანქანის კორპუსის შიდა ნაწილში თავსდებადა ავტომატურ რეჟიმში ასხურებს პრეპარატს ავტომობილის სალონში; მათ შორის, ყველაზე მიუდგომელ ადგილებშიც. Სადეზინფექციო საშუალებაა GreenDez ქლორის დიოქსიდის სტაბილიზებული ხსნარი. მძლავრი დაჟანგვის მეთოდითის პათოგენების (სოკო, ბაქტერიები, ვირუსები) მემბრანაზე მოქმედებს და იწვევს მის დაშლას.ადამიანისთვის უსაფრთხოა და არ აზიანებს საგნების ზედაპირს.
აღსანიშნავია, რომ “ACKM”-ის დანადგარები აქტიურად გამოიყენება მრავალ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებაში, მათ შორის: სანკტ-პეტერბურგის ბოტკინის სახელობის საავადმყოფოში, იუსტინე ჯანელიძის სახელობის სასწრაფო დახმარების სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, მოსკოვის N67 საქალაქო კლინიკურ საავადმყოფოში, ასევე რუსეთის ფედერაციის სასჯელაღსრულების სამსახურის ტრანსპორტსა და დაწესებულებებში.

სტატიის ორიგინალი ვერსია იხილეთ აქ…