მიწოდება

1. მომხმარებელის მიერ შეკვეთის გაფორმებისა და ღირებულებას გადაიხდის შემდგომ, ინტერნეტმაღაზია ვალდებულია, მიაწოდოს მას შეკვეთილი პროდუქცია;

2. მომხმარებელი ვალდებულია, სათანადო გრაფაში მიუთითოს მისამართი, სადაც მას შენაძენი უნდა მიეწოდოს;

3. მიმწოდებელი მომხმარებელს შეკვეთილ პროდუქციას თბილისსა და მის შემოგარენში მითითებულ მისამართზე აწვდის საკურიერო მომსახურების მეშვეობით –   შეკვეთის მიღებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში;

-საქართველოს სხვა ქალაქებში და დასახლებულ პუნქტებში შეკვეთის მიღებიდან მაქსიმუმ  7(შვიდი) სამუშაო დღე.

3.1. აღნიშნული ვადები არ ვრცელდება “წინასწარი შეკვეთით” გაწეულ მომსახურებაზე.

4. მიწოდებასთან დაკავშირებით კურიერი წინასწარ უკავშირდება მომხმარებელს და ტელეფონით უთანხმებს მას მიტანის დროს;

5. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის კურიერს მითითებულ მისამართზე მომხმარებელი არ დახვდება შეთანხმებულ დროს, მას გზავნილის ჩაბარების შემდგომ მცდელობაზე დამატებით საკურიერო მომსახურების საფასურის გადახდა მოუწევს;

6. თუ მომხმარებლისათვის პროდუქციის გადაცემის 2 (ორი) მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, მაშინ მომხმარებელი ვალდებულია, ინტერნეტმაღაზიის მიერ მითითებული პუნქტიდან შეკვეთა 3 დღის ვადაში თავისი ხარჯით გაიტანოს, მას შემდეგ რაც მას მიმწოდებლისგან მიწოდების მეორე, უშედეგო მცდელობის შესახებ ეცნობება. ამასთან, მასვე დაეკისრება უშედეგო მიტანის საფასურის გადახდაც. თუ მომხმარებელი არ შეასრულებს აღნიშნულ ვალდებულებას, ინტერნეტმაღაზია უფლებამოსილია, უშედეგო მიტანის საფასურისა და   პირგასამტეხლოს (პროდუქციის ღირებულების 10%), წინასწარ გადახდილი თანხიდან გაქვითვის შემდეგ დარჩენილი თანხა დაუბრუნოს მომხმარებელს;

7. მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მიერ მითითებული მისამართის სისწორეზე. თუ იგი არასწორად მიუთითებს მისამართს და, შესაბამისად, კურიერი შეკვეთას ამ მისამართზე მიიტანს, მომხმარებელს დაეკისრება ვალდებულება, აანაზღაუროს გზავნილის როგორც მითითებულ არასწორ, ისე სწორ მისამართზე მიტანის ხარჯები;

8. პროდუქციაზე საკუთრების უფლება მომხმარებელზე გადადის გადაცემისთანავე.