COVID 19, ვირუსი

E.A Mask-ის მიმოხილვა – ეფექტურობა და უსაფრთხოება

COVID 19, ვირუსი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო, მისწვდა მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს, შეაზანზარა თვით უმძლავრესი ეკონომიკური, ფინანსური და  ჯანდაცვის სისტემები, დაგვაყენა სრულიად ახლებური რეალობების მთელი წყების წინაშე. „არსებობს თუ არა რაიმე წამალი მის წინააღმდეგ?“  – ეს ალბათ მთავარი შეკითხვაა, რომელზე პასუხსაც ყველა გაფაციცებით და განსაკუთრებული ინტერესით ველით. მრავალი სახელმწიფო, მეცნიერი, ლაბორატორია და კვლევითი ცენტრი თავდაუზოგავად მუშაობს ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად. არსებობს უამრავი ვარაუდი თუ თეორია, მაგრამ ჯერეჯერობით არცერთი მათგანი არ არის დადასტურებული, პრაქტიკაში განხორციელებული და ასპროცენტიანი გარანტიის მქონე. მაშ, როგორ უნდა მოვიქცეთ, სანამ წამალს აღმოაჩენენ? ერთადერთი გზა ამჟამად გახლავთ პრევენცია; პირადი ჰიგიენის მუდმივი დაცვა, სოციალური დისტანცირება და სამუშაო და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დეზინფიცირება.

ცოტს ხნის წინ ვირუსით დაინფიცირების აღმოსაფხვრელი ახალი ტექნოლოგიურიები გამოჩნდა; ბაქტერიების და ვირუსების სპირტიანი საშუალებებით განადგურებას მხოლოდ დროებითი ეფექტი გააჩნია, მაგრამ უკვე შემუშავებულია ახალი სადეზინფექციო საშუალებები, რომელთაც თავიანთი სადეზინფექციო მოქმედების შენარჩუნება რამდენიმე დღის და თვის განმავლობაშიც კი შეუძლიათ. ასევე ბაზარზე გამოჩნდა ჰაერის გამწმენდი და სავენტილაციო სისტემები, რომლებიც ვირუსების და ბაქტერიების მოსპობის ეფექტური საშუალებებია. (იხ.წყარო:  https://www.nippon.com/ru/news/l00265/ )

ჩვენ სწორედ ერთ-ერთ ასეთ წარმატებულ ტექნოლოგიას წარმოგიდგენთ:

ClO2  Ecom Air Masc
ევოლუცია ჰაერის გაჯანსაღებაში

მყარი ქლორის დიოქსიდი: ვირუსებისა და მიკრობებისგან დამცავი

იაპონელთა ტექნოლოგიური გარღვევა, რომელთაც შეძლეს მიეღწიათ ისეთი პროდუქტის შექმნისთვის, რამაც მოხსნა ის ტექნიკური ბარიერები, რაც ასწლეულების განმავლობაში აბრკოლებდათ ქლორის დიოქსიდის ექსპერტებს. ClO2-ის ინოვაციური ტექნოლოგიით ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანმრთელობის დაცვის პიონერები გახდნენ.

ქლორის დიოქსიდი უახლესი თაობის დეზინფექტანტია და მიკრობის ცილის ძლიერი დამშლელი და დამჟანგავი. იგი არა მარტო ბლოკავს მიკრობის მოქმედების უნარს, არამედ კლავს მის სპორებსა და ცისტებს. ის ჟანგავს და შლის ცუდი სუნის წყაროს მისი კონტროლის საშუალებით და სრულიად აქრობს მას. გარდა ამისა, მიკრობის მოკვლის ან სუნის განადგურების შედეგად არ წარმოიქმნება არანაირი მავნე ნაერთები, მაგალითად ისეთი, როგორიცაა ტრიგალომეთანი. მყარი ქლორის დიოქსიდი უმჯობესია იმ ტრადიციულ მეთოდზე, რომელსაც ასწლეულების განმავლობაში იყენებდნენ, კონკრეტულ ობიექტზე შესხურების გზით. მისი მოქმედება ხდება ქლორის დიოქსიდის აირის გამოფრქვევით, რითაც სრულად აღწევს მიმდებარე სივრცეში, კლავს როგორც ჰაერში მოტივტივე, ასევე ზედაპირზე არსებულ მიკრობებსა და ვირუსებს, აქრობს უსიამოვნო სუნს და აჯანსაღებს ატმოსფეროს.

ოსაკას მუნიციპალური ტექნიკური კვლევების ინსტიტუტის

კვლევა

ClO2-ით დეზინფექციის ეფექტურობის შესახებ

 

გამოყენებული რეაქტივი 2 გრ. გამოყენებული რეაქტივი 4 გრ.
სოკო  
Penicillium citrinum NBRC 6352 +
Rhizopus oryzae NBRC 31005 + +
Cladosporium cladosporioides NBRC 6348 + + ±
Alternaria alternate IFO 31188 + +
Chaetomium globosum NBRC 6347 +
Aspergillus niger NBRC 105649 +
Candida albicans NBRC 1594
ბაქტერია
Pseudomonas aeruginosa NBRC 13275 +
Bacillus subtilis IFO 3215 + +
Serratia marcescens NBRC 3759 + +
Salmonella enteric subsp.enteric IFO 3313 +
Bacillus cereus IAM 12605 + + + +
Staphylococus aureus NBRC 12732 +
Escherichia coli IFO 3972 +

 

ზრდა და რეპროდუქცია არ დაფიქსირდა (რეაქტივი ეფექტურია)
+ დაფიქსირდა ზრდა და რეპროდუქცია (რეაქტივი სუსტია)
+ + დაფიქსირდა მნიშვნელოვანი ზრდა და რეპროდუქცია (რეაქტივი არაეფექტურია)
განკუთვნილია:

  • სოკოვანი წარმონაქმნებისგან დაცვის, მიკრობების განადგურების, უსიამოვნო სუნის გასაქრობად მაცივრებში, კარადებში და სამზარეულოს არეალში.
  • ფორმალდეჰიდის და ბენზოლის დასაშლელად, აგრეთვე ობის პრევენციისთვის და უსიამოვნო სუნის გასაქრობად გასახდელებიდან, გარდერობებიდან, ფეხსაცმლის თაროებიდან და სხვა დახურული სივრცეებიდან.
  • მიკრობების გასანადგურებლად და უსიამოვნო სუნის გასაქრობად აბაზანაში, შემოსასვლელ ოთახებში, შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილ სივრცეებში და ავტომობილებში.
  • საავადმყოფოების მისაღებში, საბავშვო ბაღებში, სკოლებში, სუპერმარკეტებში, ტუალეტებში, გრიპის ვირუსის გავრცელების კონტროლისთვის.

სპეციფიკაციები:

  • მოდელის ნომერი EK – 011
  • ზომა/წონა/ენერგიის წყარო 124მმ.×87მმ.×81მმ./370Gგრ./ 4 × AA ელემენტი
  • ერთღილაკიანი ჩამრთველი, მარტივად სამართავი, უხმაურო
  • ენერგიის დამზოგავი და მოსახერხებელი დიზაინი. ძლებს სამ თვეს. როდესაც ინდიკატორის შუქი ჩაქრება, შეცვალეთ ელემენტები და ფილტრი ერთდროულად.

იაპონიის საკვები პროდუქტების კვლევის ლაბორატორიის მიერ წარმოებული ანალიზების თანახმად დასტურდება, რომ ClO2-ის ზემოქმედებით ქრება იაპონიის გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ რვა ძირითად მავნე სუნი:

  • ამიაკის – ტუალეტში არსებული ფეკალიების სუნი, გაფუჭებული ხორცის სუნი
  • მეთილმერკაპტანის (მეთანთიოლის) – გაფუჭებული ბოსტნეულის სუნს
  • მეთილის სულფიდის – გაფუჭებული ბოსტნეულის სუნი
  • გოგირდწყალბადის – ტუალეტში არსებული ფეკალიების სუნი, გაფუჭებული კვერცხის სუნი, გაფუჭებული ბოსტნეულის სუნი
  • ტრიმეთილამინის – გაფუჭებული თევზის სუნი
  • წყალბადის დისულფიდის – გაფუჭებული ბოსტნეულის სუნი
  • სტიროლების – დამწვარი პლასტიკური მასალების სუნი
  • აცეტალდეჰიდის – სიგარეტის სუნი

უსაფრთხოების შეფასება ქლორის დიოქსიდისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ
WHO: World Health Organization (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია)
FAO: Food and Agriculture Organization of the United Nations (გაეროს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია)
ქლორის დიოქსიდმა (ClO2-მა) გაიარა უსაფრთხოების A1 ტესტი
A1 – სრულად აკმაყოფილებს უსაფრთხოების ნორმებს და არ საჭიროებს ADI-ის რეგულირებას (შესაძლებელია გამოიყენონ მიკრობების განადგურების, სუნის გაყვანის ან ონკანის წყლისა და კვების პროდუქტების შესანახად)
A2 – სრულად ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ნორმებს, თუმცა დასაშვებია მისი დროებითი გამოყენება საკვებ პროდუქტებთან.
B – შემოწმება გავლილი არ აქვს.
C1 – არ არის უსაფრთხო საკვებ დანამატად გამოყენების შემთხვევაში.
C2 – გამოყენება აკრძალულია უსაფრთხოების თვალსაზრისით.
ADI: Acceptable Daily Intake (mg/kg day) – დღიური დასაშვები ნორმა (მგ./კგ. დღეში)

TLV-TWA 0.1ppm

(ჰაერში ქლორის დიოქსიდის დასაშვები კონცენტრაციის საშუალო ნორმა, რომლის მიღებაც ადამიანისთვის არის უსაფრთხო, სტანდარტული, 8 საათიანი სამუშაო დღის / 40 საათიანი სამუშაო კვირის განმავლობაში).

TLV-STEL 0.3ppm ((ჰაერში ქლორის დიოქსიდის დასაშვები კონცენტრაციის მოკლევადიანი ნორმა, რომლის მიღებაც ადამიანისთვის არის უსაფრთხო, 15 წუთის განმავლობაში).

*ppm – parts per million აირებში არსებული კონცენტრაციის საზომი ერთეული „ნაწილაკი მილიონში“
ორალური ნორმა: ADI 0.029 მგ/კგ დღ.
ზრდასრული ადამიანი (წონა: 50კგ.), სასუნთქი მოცულობა: 0.213 ლ/წთ/კგ
დღიური ნორმა = 0.213 (ლ/წთ/კგ) × 60 (წთ/სთ)× 24 (სთ/დღ)  × 50 (კგ) = 15.34 (მ3/დღ)
ADI = 0.029 (მგ/კგ/დღ) × 50 (კგ) = 1.45 (მგ/დღ)
მოცულობაში გადაყვანა: 1.45 (მგ/დღ)  × 22.4 (ლ/მოლ)  / 67.45 (გ/მოლ) = 0.48 (მლ/დღ)
ზემოთაღნიშნული გამოთვლების მიხედვით: 0.48 (მლ/დღ) / 15.34 (მ3/დღ) = 0.031ppm
ჩვილი ბავშვი (წონა: 3 კგ.), სასუნთქი მოცულობა: 0.403 ლ/წთ/კგ
ზემოთაღნიშნული გამოთვლების მიხედვით = 0.017ppm
ამ გამოთვლებზე დაყრდნობით ვიღებთ დაბალ შედეგს, 0.017ppm -ს, როგორც უსაფრთხო კონცენტრაციის ლიმიტს.

0.017ppm 1/5-ზე უფრო ნაკლებია,  ვიდრე საერთაშორისოდ დადგენილი ADI სტანდარტით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO)  მოთხოვნების მიხედვით ClO2 არ საჭიროებს დამატებით გამოკვლევებს.

  • ვარგისია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის