ინფექციური დაავადებები

დახურულ და ნახევრად დახურულ სივრცეებში ჰაერში მოტივტივე მიკრობების მიერ გამომწვევი ინფექციური დაავადებების პრევენცია

დახურულ და ნახევრად დახურულ სივრცეებში ჰაერში მოტივტივე მიკრობების მიერ გამომწვევი ინფექციური დაავადებების პრევენცია

ევროპის ფარმაცევტული და სამედიცინო კვლევების ჟურნალში (EUROPEAN JOURNAL PHARMACEUTICAL AND MEDICAL RESEARCH (EJPMR)) ახლახანს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, აუცილებელია მოხდეს დახურულ და ნახევრად დახურულ სივრცეებში ჰაერში მოტივტივე მიკრობების მიერ გამომწვევი ინფექციური დაავადებების პრევენცია, მაგრამ კვლავაც სირთულეს წარმოადგენს ამის მიღწევა, შესაბამისი სადეზინფექციო ტექნიკის არქონის გამო. ჰაერში გავრცელებული ინფექციური მიკრობების დეზინფექციის ერთ-ერთი მეთოდი გახლავთ ფუმიგაცია (ჰაერში სადეზინფექციო აირის გაშვება), მაგრამ ეს საჭიროებს ხალხის ევაკუაციას, რადგან სადეზინფექციო აირის კონცენტრაცია, როგორც წესი, ძალიან მაღალია და მომწამვლელი. ამჟამად ნაჩვენებია, რომ ქლორის დიოქსიდის (CLO2) აირის ძალიან დაბალ კონცენტრაციას, რომელსაც არ აქვს მომწამლავი ეფექტი, ძლიერი ანტიმიკრობული ზემოქმედების უნარი გააჩნია ისეთი ინფექციური მიკროორგანიზმების წინააღმდეგ, როგორებიცაა ბაქტერიები და ვირუსები. ამგვარი დაბალი კონცენტრაციით CLO2-ის აირით გამოყენება არ მოითხოვს ხალხის ევაკუაციას და შესაძლებელს ხდის ოთახის დეზინფიცირებას, ხალხის ყოფნის თანადროულად.
ამრიგად CLO2-ის აირის ძალიან დაბალი კონცენტრაციით გამოყენება ახალ შესაძლებლობას ქმნის ოთახის ჰაერის დეზინფიცირების სისტემებისთვის, ხალხის ევაკუაციის საჭიროების გარეშე.
ამ სამეცნიერო სტატიაში წარმოდგენილია CLO2-ის აირის სადეზიფექციო სისტემების დეტალები იხილეთ აქ…

წყაროიხილეთ აქ…