ბლოგი

სასაჩუქრე ყუთები ვალენტინობის დღისთვის

თქვენი საყვარელი მამაკაცისთვის საჩუქრები მოწიწებით შევარჩიეთ. თუ გემოვნებიან და საინტერესო საჩუქარს ეძებთ, ეს ორი ნაკრები სწორედ თქვენთვისაა  ▶︎ Herbacin-კამუფლაჟის სახის დამატენიანებელი, ▶︎ Herbacin-სახის ბალმი, ▶︎ Herbacin-პარსვის შემდგომი ლოსიონი ▶︎ Herbacin-შხაპის გელი, ▶︎ DR. Rimpler სახის პილინგი, ▶︎ Yeauty-თვალის პაჩები   ვალენტინობა ტკბილი დღესასწაულია, შესაბამისად ადრესატისთვის საჩუქრებიც ტკბილი უნდა შევარჩიოთ, ნაკრებში არსებული პროდუქცია თქვენს სხეულს გემრიელ სურნელს,  სახესა და თვალებს დატენიანებას და თმებს მბზინვარებას მიანიჭებს ▶︎ Bilou - ტანის სპრეი "გემრიელი დონატი"  ▶︎ Udo walz - თმის ზეთი მკვებავი "მბზინავი ვარდი"  ▶︎ Herbacin-სახის მოვლა თვალის კრემი  ▶︎ Herbacin-სახის მოვლა, დღის კრემი ▶︎ Yeauty- ტუჩის პაჩი "მდიდრული კოცნა"   თუ თქვენი ადრესატისთვის განტვირთვა და ღამის რუტინა მნიშვნელოვანი და საყვარელი პროცედურაა, მისთვის სასურველ პროდუქციას ამ ნაკრებში იპოვი.  ▶︎ Herbacin-სახის მოვლა ღამის კრემი ▶︎ Herbacin-ფეხის ლოსიონი გვირილით ▶︎ Herbacin-გამაგრილებელი ფეხის კრემი ▶︎ Yeauty-თვალის პაჩი, სილამაზის გაძლიერება ▶︎ Yeauty-სახის ნიღაბი, სილამაზის გაძლიერება ▶︎ Yeauty-შრატი "მეტი სილამაზისთვის" ▶︎ Kappus- საპონი მუგუეტი   ვალენტინობა წარმოუდგენელია კლასიკური ვარდის გარეშე და ჩვენი ერთ–ერთი ნაკრებიც ვარდის თემატიკით შევქმენით. აქ იხილავთ ტანის რძეს, ხელის კრემს, საპონს, აბაზანის მარილსა და აღდმგენ შრატს, ყველაფერს ვარდისა და ტკბილი სურნელის თემატიკით. ეს არის ტანისა და მოვლის პროდუქტებისგან იდეალური ვარდების თაიგული. ▶︎ Kappus - საპონი სურნელოვანი ვარდი ▶︎ DR. Hauschka - სახის ტონიკი ▶︎ Herbacin-ველნეს ხელის კრემი ველური ვარდი ▶︎ Herbacin- შხაპის გელი ველური ვარდი ▶︎ Bilou-აბაზანის მარილი   თუ თქვენი საყვარელი ადამიანის რელაქსი ლავანდასთან ასოცირდება, მაშინ ეს ბოქსი იდეალურად მოერგება მის გემოვნებას, ამ ბოქსში წარმოდგენილია ჰერბაცინის დასაბანი გელი, ჰერბაცინის ხელის კრემი ლავანდით, რომელიც კარგად ატენიანებს დიდი ხნის მანძილზე თქვენს ხელებს, ჰერბაცინის დასაბანი რძე, ასევე ლავანდით, რომელსაც აქვს დამამშვიდებელი მოქმედება, ასევე კაპუსის ლავანდის საპონი, ბოქსი წარმოდგენილი გვაქვს უდო ვალსის თმის ფლუიდი და უდო ვალსის მოცვის შამპუნი, ამასთანავე ჩვენი საყვარელი პროდუქტი იაუტის თვალის პაჩები. ▶︎ Herbacin-ხელის კრემი ლავანდა ▶︎ Herbacin-დამამშვიდებელი შხაპის გელი ლავანდა ▶︎ Herbacin-ტანის დამამშვიდებელი რძე ლავანდა ▶︎ Kappus- ორგანული საპონი ლავანდა ▶︎ Udo walz- თმის მკვებავი ფლუიდი ▶︎ Udo walz- შამპუნი მკვებავი მოცვი ცხოვრების სტრესული რიტმიდან გამომდინარე, ჩვენი სხეული და სახე საჭიროებს აღდგენასა და დასვენებას, ამისათვის ჩვენ შევარჩიეთ თქვენთვის ჰერბაცინის აღმდგენი კრემ ნიღაბი, ბილოუს აღმდეგი სპრეი თმისთვის, ასევე ბილოუს აბაზანის ქაფი და აბაზანის მარილი,  შემდეგი პროცედურებისთვის წარმოდგენილი გვაქვს ფრიზიდერმის კბილის პასტა მგრძნობიარე კბილებისთვის და კბილის ჯაგრისი მგრძნობიარე კბილებისთვის და ბოლოს ჩვენი ყველასთვის საყვარელი პროდუქტი პაჩები, რომელიც განკუთვნილია სახისთვის, თვალებისა და ტუჩებისთვის. ▶︎ Bilou - კრემისებრი ქაფი "ალუბლის კოცნა" ▶︎ Bilou - აღმდგენი სპრეი "ვარდისფერი ლიმონათი"  ▶︎ Herbacin - სახის მოვლა აღმდგენი კრემ-ნიღაბი  ▶︎ Bilou - აბაზანის მარილი "მარწყვი"  ▶︎ Yeauty -  თვალის პაჩი ვარდისფერი ენერგიის ელექსირი) ▶︎ Yeauty- ტუჩის პაჩი "მდიდრული კოცნა" (ვარდისფერი) ▶︎ Yeauty- სახის ნიღაბი ოქროსფერი (სილამაზის გამაძლიერებელი)  ▶︎ Tello - კბილის ჯაგრისი ულტრა  რბილი ▶︎ Frezyderm - კბილის პასტა მგრძნობიარე კბილებისათვის       

ვალენტინობის დღის არასწორი საჩუქრები

​​​​ვალენტინობა განსაკუთრებული დღეა წყვილებისთვის, ერთმანეთის მიმართ სიყვარულისა და ყურადღების გამოსაჩენად. დროა აჩვენოთ თქვენს პარტნიორს, თუ რამდენად ზრუნავთ მასზე და რა შეიძლება იყოს ამისთვის საჩუქარზე უკეთესი. თუმცა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ყველა საჩუქარი არ არის შესაფერისი ვალენტინობის დღისთვის.    წარმოგიდგენთ 10 საჩუქარს, რომლებსაც თავი უნდა აარიდოთ 14 თებერვალს.  წონის დაკლების დანამატები: შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გააზრებული ჟესტია თქვენი პარტნიორის ფორმაში მოსვლის დასახმარებლად, მაგრამ წონის დაკლების დანამატები ვალენტინობის დღეს არის დიდი NO NO. ისინი არა მხოლოდ თქვენი პარტნიორის მიერ აღქმული ფიზიკური ხარვეზების შეხსენებაა, არამედ შეიძლება ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი იყოს… ან ურთიერთობისთვის! სავარჯიშო მოწყობილობა: სავარჯიშო აღჭურვილობა შეიძლება ძვირი იყოს და დიდ ადგილს იკავებდეს, ამიტომ უმჯობესია, ის ამოიღოთ ვალენტინობის დღის საყიდლების სიიდან. თუ თქვენმა პარტნიორმა ეს კონკრეტულად არ მოითხოვა, უმჯობესია, რაიმე უფრო რომანტიული არჩიოთ, მაგალითად, მასაჟი ან რომანტიული ვახშამი ორისთვის. ვიტამინები: ვიტამინები კარგია ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, მაგრამ ისინი შედის  რომანტიული საჩუქარების სიაში. ბოლოს და ბოლოს, თქვენ არ გსურთ შეახსენოთ თქვენს პარტნიორს ვიტამინების ნაკლებობა ასეთ განსაკუთრებულ დღეს! სუნამოები: სუნამოები შეიძლება იყოს შესანიშნავი საჩუქარი, მაგრამ თუ არ იცით თქვენი პარტნიორის ზუსტი სურნელი, უმჯობესია თავი შეიკავოთ. სუნამოს, რომელსაც მშვენიერი სუნი აქვს, შეიძლება არ იყოს მის გემოვნებაში, ამიტომ ჯობს, უსაფრთხოდ ითამაშოდ. ტკივილგამაყუჩებლები: ტკივილგამაყუჩებლები აშკარად არ არის ვალენტინობის დღისთვის. ისინი არა მხოლოდ ფიზიკური ტკივილის შეხსენებაა, არამედ შეიძლება საშიშიც იყოს მაღალი დოზებით… თუ რა თქმა უნდა არ ფლობთ ინფორმსაციას რომ თქვენს მეორე ნახევარს თქვენი საუბრისგან თავი სტკივდება.  არასწორი ზომისა და სტილის ტანსაცმელი: მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კარგი იდეა იყოს თქვენი პარტნიორისთვის ტანსაცმლის ყიდვა, მაგრამ ამან შეიძლება უკუშედეგი მოგცეთ, თუ ზომა ან სტილი არ არის სწორი. დარწმუნდით, რომ თქვენ მიერ შერჩეული ნივთი შეესაბამება სტილისტურად თქვენი პარტნიორის სტილსა და გამოვნებას, ასევე გაითვალისწინეთ ზომა, ძალიან პატარა მიანიშნებს იმას რომ თქვენი პარტნიორისგან უკეთეს ფორმებს ელით, ხოლო ძალიან დიდი ზომა… არ გვინდა ამაზე გაფიქრებაც კი. სასაჩუქრე ბარათი: მიუხედავად იმისა, რომ სასაჩუქრე ბარათი შეიძლება მარტივი ვარიანტი ჩანდეს, ის შეიძლება იყოს უემოციო და დაუფიქრებელი. “ოღონდ საჩუქარი” განიხილეთ რაღაც უფრო პირადი და ემოციური ყველაფერი "საუკეთესო მეგობრის" თემით: მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კარგი იდეა ჩანდეს, აჩვენო შენს პარტნიორს, თუ რამდენს ნიშნავს ისინი შენთვის, "საუკეთესო მეგობრის" თემატური საჩუქარი შეიძლება შეუსაბამო და სხვა შეტყობინების მატარებელი იყო (არასასიამოვნო შეტყობინების) შეინახეთ ამ ტიპის საჩუქარი სხვა შემთხვევისთვის ან სხვა ადამიანისთვის საჩუქარი, რომელიც არ მოგწონს: თუ თქვენ არ მოგწონთ ნივთი ეს არ ნიშნავს რომ თქვენს პარტნიორს არ მოეწონება ის, მაგრამ თუ არ ხართ დარწმუნებული ნუ გადადგამტ სარისკო ნაბიჯს.  კბილის პასტა: კბილის პასტა შესაძლოა აუცილებელი იყოს პირის ღრუს ჰიგიენისთვის, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ყველაზე რომანტიკული საჩუქარი. ბოლოს და ბოლოს, ვის უნდა, რომ ვალენტინობის დღეს უთხრან რომ კბილები აქვს გასახეხი?!    

DR. Hauschka სახის მოვლის რუტინა

DR. Hauschka, გერმანული ეკომეგობრული ბრენდი, რომლისთვისაც ეკომეგობრულობა არ ნიშნავს მხოლოდ ეტიკეტზე დატანილ სიმბოლოს.  DR. Hauschka თვლის რომ რუტინისთვის არ არის საჭირო 10 ნაბიჯი, საკმარისია რამდენიმე პროდუქტი იდეალურად დაბალანსებული და ჯანსაღი კანისთვის.    Წარმოგიდგენთ დღის და საღამოს რუტინას დილა - დაიწყეთ სახის მოვლის რუტინა ნაზი გამწმენდით, როგორიცაა გამწმენდი კრემი ან გამწმენდი რძე. - შემდეგ შეგიძლიათ დაიტანოთ ტონერი, როგორიცაა DR. Hauschka-ს გამწმენდი ტონერი ან აღმდგენი ტონერი. - წაისვით დამატენიანებელი და მკვებავი ვარდის ან კომშის დღის კრემი. - საჭიროების შემთხვევაში, დაასრულეთ რუტინა შრატით. საღამო: - მოიშორეთ მაკიაჟი მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალებებით, როგორიცაა დამამშვიდებელი გამწმენდი რძე. - შემდეგი ნაბიჯია ნაზი გამწმენდით, როგორიცაა გამწმენდი კრემი ან გამწმენდი რძე. - ისევე როგორც დილის ტურინაში, მესამე ეტაპია დამატენიანებელი ტონერი. - საღამოს რუტინის ნაწილად შეგიძლიათ აქციოთ აღმდგენი შრატიც, თუ ეს თქვენი კანის ტიპისთვის არის აუცილებელი - Დაასრულეთ საღამოს რუტინა დამატენიანებელი ვარდის ან კომშის დღის კრემით. Არ დაგავიწყდეთ!  რუტინის შემდგომ შეეცადეთ არ შეეხოთ ზედმეტად სახის კანს  

კანის მოვლა – მითი თუ რეალობა?

ყოველი სეზონი სახის კანისთვის ახალი გამოწვევაა. მზის სხივების ინტენსივობასთან ერთად, ზამთრის სუსხიც საკმაოდ პრობლემური ხდება. გთავაზობთ მითებს, რომელებიც უკავშირდება კანის მოვლას: #1 ცხელი წყალი კარგია თვქენი კანისთვის – მცდარია ცხელი წყლით სახის და სხეულის დაბანა სინამდვილეში აშორებს საჭირო დამცავ ბერიერს – კანის ბუნებრივ ზეთს. სახის კანი კი განსაკუთრებით მგრძონიარეა, შესაბამისად, ცხელი წყლით  დაბანამ შეიძლება გამოიწვიოს გამოშრობა და გაღიზიანება; #2 აკნე მხოლოდ გარდატეხის ასაკში ჩნდება და გენეტიკურია აკნე შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერ ასაკში და მისი გამომწვევი მიზეზი კი იყოს, როგორც ჰორმონალური ფონი, ასევე, კვებითი მიზეზები, გარემო პირობები, სტრესი და ა.შ. #3 სახის ვარჯიშები შეამცირებს ნაოჭებს ხშირად ფიქრობენ, რომ სახის კუნთების ვარჯიში გააძლიერებს, ან გაამკაცრებს სახის იერს. ეს არ არის სწორი. ნაოჭები, რომლებიც უკვე გაქვთ, უმეტესწილად მუდმივია. უფრო მეტიც, კანის ნებისმიერი განმეორებითი დაჭიმვა, სავარაუდოდ, ახალ ნაოჭებს გააჩენს; #4 ფორები იხსნება და იხურება თბილი ორთქლის ზემოქმედებით  ფორები შედარებით ეშვება, მაგრამ არ იხსნება და არ იხურება #5 გარუჯული კანი ჯანსაღია რუჯი კანის თავდაცვით რეაქციაას მზისგან, შესაბამისად რუჯი იმის ნიშანია, რომ კანი დაზიანებულია #6 შოკოლადი იწვევს აკნეს შოკოლადი არა, თუმცა ზედმეტი შაქრის მოხმარება უდაოდ არის აკნეს გამომწევვი ერთ ერთი მიზეზი #7 ზამთარში მზისგან დამცავის გამოყენება არ არის საჭირო ზამთარში, ისევე როგორც ზაფხულში კანს აუცილებლად სჭირდება დაცვა მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. შესაბამისად, SPF–ის გამოყენება აუცილებელია #8 მაკიაჟის მოხმარება უფრო მალე აბერებს კანს და აჩენს აკნეს ეს ნამდვილად დამოკიდებულია პროდუქტებზე, რომლებსაც იყენებთ. ზოგიერთი დეკორატიული კოსმეტიკა კანზე დადებითად ზემოქმედებს. მთავარია სწორად მოიშოროთ მაკიაჟი #9 მამაკაცების კანს დატენიანება არ ჭირდება კანი არის კანი და დამატენიანებელი ისეთივე სასარგებლოა მამაკაცებისთვის, როგორც ქალებისთვის. დამატენიანებელი ხელს უშლის კანის ზედმეტად გამოშრობას. #10 სტრესს შეუძლია გამოიწვიოს აკნე მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ერთადერთი მიზეზი და, რა თქმა უნდა, არც მთავარი, სტრესი ქმნის ჰორმონალურ დისბალანსს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი.        

„ახალი წლების“ შემდეგ ვიწყებ სწორად კვებას!

 „ახალი წლების“ შემდეგ ვიწყებ სწორად კვებას!  New Year – New Me!  ხვალიდან!... ორშაბათიდან!.. პირველი რიცხვიდან!... ახალი წლიდან? დადგა ეს დღეც! ეს ხომ ბევრჯერ გვითქვამს? განსაკუთრებით, დღესასწაულების დატვირთული რაციონის შემდეგ. ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჯანსაღი კვება...  და მაინც, რა იმალება ამ წინადადებების უკან? რამდენად სწორად ვგეგმავთ ჯანსაღ და სწორ კვებას?  სამწუხაროდ, ძირითადად, ამაში იგულისხმება საკმაოდ „მკაცრი“ დიეტა – რაც არასწორია. მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ორგანიზმი გვთხოვს შველას? დღესდღეობით ბევრი დაბნეულობაა იმის შესახებ, თუ რა არის ჯანსაღი და რა არა, თუმცა არსებობს რამდენიმე ძირითადი პრინციპი, რაც ყველა მიდგომას აერთიანებს: 1. ისაუზმე და თან კარგად!  არ იფიქროთ, რომ საუზმისგან თავის არიდება წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. გაღვიძებისას ორგანიზმი ”მშიერია“, შესაბამისად, აუცილებლად უნდა მივაწოდოთ საკვები, წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზმი ცხიმის სახით შეინახავს ენერგიას 2. წყალი!  ჩვენი ორგანიზმი ხშირად გვანიშნებს, რომ გვწყურია. ჩვენ შეიძლება, ეს გრძნობა შიმშილად აღვიქვათ, ამიტომ დალიეთ საკმარისი რაოდენობით წყალი ჭამამდე და ჭამის შემდეგ, დაახლოებით 30 წუთის ინტერვალით. წყალი საჭიროა თქვენი ორგანიზმის დეჰიდრატაციისგან დასაცავად. ხანდახან ადამიანები წყურვილს ვერ გრძნობენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საჭიროა, წყლის სმა ჩვევად აქციოთ. რეკომენდებულია დღეში მინიმუმ 1,5-2 ლიტრი წყლის დალევა 3. მოერიდეთ ცხიმებისა და ცილების ერთად მირთმევას  ნაღები, კარაქი, არაჟანი, მცენარეული ზეთი არ უნდა შეჭამოთ ხორცთან, კვერცხთან, ყველთან, ნიგოზთან და სხვა ცილებთან ერთად. ცხიმი თრგუნავს კუჭის ჯირკვლებს და აფერხებს კუჭის წვენის გამოყოფას 4. მოერიდეთ სახამებლიანი საკვებისა და შაქრის ერთად მიღებას  ჟელე, ჯემი, ხილი, ნაღების კარაქი, შაქარი, ბადაგი, სიროფი არ უნდა მიირთვათ პურთან ან ერთ ჯერზე ფაფებთან ან კიდევ ნამცხვრებთან, ღვეზელთან, ტორტთან, ფუნთუშეულთან ერთად. ყველაფერი ეს გამოიწვევს ნაწლავების დუღილს, ხოლო შემდეგ კი ორგანიზმის მოწამვლას. ჩვეულებრივ, დღესასწაულები, ტორტით, კანფეტებით, ღვეზელით, იწვევს ღებინებას, დაავადებებს - განსაკუთრებით ბავშვებსა და ხანდაზმულებში 5. სალათებში არ დაამატოთ მცენარეული ზეთები და/ან მჟავე სოუსები  მჟავე სოუსები ხელს უშლიან სახამებლისა და ცილების შეთვისებას. თუ საკვებს უმატებენ არაემულსიურ ცხიმებს, კუჭში მარილმჟავას გამოყოფა ნელდება, ან საერთოდ არ გამოიყოფა. ცხიმები ხელს უშლიან აგრეთვე ცილების გადამუშავებას. სალათების შეზავება, თუ ასე აუცილებელია, უმჯობესია, გამოიყენოთ ბოსტნეულის წვენები. საკვებში ჩამატებული კომბოსტოსა და სხვა ბოსტნეულის წვენები ძლიერ ზრდის კუჭის წვენის გამოყოფას. გარდა ამისა, წვენები საგრძნობლად ამაღლებენ ფერმენტების შემცველობას 6. დახარჯეთ ენერგია!  გააკეთეთ დილის კარდიო, ჭამამდე ფეხით გასეირნებით ან მეგობრებთან ერთად რამე გასართობით დაკავდით. თუ რუტინიდან ამოვარდით ან სირბილსა და ფეხით სიარულს გულს ვერ უდებთ, მაშინ საუკეთესო გამოსავალი სპორტია. ფეხბურთი ან კალათბურთი მინდორზე ან მინისტადიონზე, ფრისბი პარკში და ა.შ. კიდევ ერთი გამოსავალი ცეკვაა -ჩართეთ თქვენი საყვარელი სიმღერა და მხიარული კარდიო გარანტირებულია 7. კალორიები მნიშვნელოვანია  დღესდღეობით არსებობს ბევრი პლატფორმა, რომელიც გვეხმარება კალორიების გამოთვლაში, ისევე როგორც თქვენი ორგანიზმის ნორმის დადგენაში, ასევე თითოეული კერძის ენერგეტიკული ღირებულების გამოთვლაში. შესაბამისად, სწორი და დაბალანსებული კვების პრინციპია კალორიულობის ბალანსი  იზრუნეთ საკუთარ სხეულზე, ახალი წელი ახალი მე

შეთავაზებები

1+1 შეთავაზებები
1+1 შეთავაზებები
მსოფლიოს განვითარებად ხალხში სულ უფრო მეტი ადამიანი
ვრცლად
% ფასდაკლებები
% ფასდაკლებები
მსოფლიოს განვითარებად ხალხში სულ უფრო მეტი ადამიანი
ვრცლად
5 ლარამდე
5 ლარამდე
მსოფლიოს განვითარებად ხალხში სულ უფრო მეტი ადამიანი
ვრცლად