ფსიქიკური ჯანმრთელობა არის ჩვენი საერთო კეთილდღეობის გადამწყვეტი ასპექტი, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროზე. სამწუხაროდ, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ხშირად არასწორად არის გაგებული ან სტიგმატიზირებული, რის გამოც ბევრი ადამიანი ჩუმად იტანჯება. თუმცა, სწორი ინფორმირებით, ჩვენ შეგვიძლია დავძლიოთ ეს ბარიერები და შევუწყოთ გარემოს გაუმჯობესებას ხელი მათთვის, ვინც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს ებრძვის.
მენტალური ჯანმრთელობის ეროვნული ალიანსისი (NAMI)–ს კვლევის მიხედვით, ყოველი მე–5 ზრადსრულ ადამიანს აწუხებს მეტნტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშრებული პრობლემები (შფოთვა, დეპრესია, ა.შ). ამავე კვლევის საფუძველზე, აღნიშნული პრობლემები მოსახლეობის 50%–ს ნაადრევად – 14 წლამდე ეწყება, ხოლო 75%–ს 24 წლამდე.
ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების პირველი ნაბიჯი არის საკითხის მნიშვნელობის აღიარება. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ფართოდ არის გავრცელებული და გავლენას ახდენს ადამიანებზე ცხოვრების ყველა ასპექტზე. იქნება ეს შფოთვა, დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა თუ სხვა მდგომარეობა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებმა შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიონ ინდივიდის ცხოვრების ხარისხზე.
ბევრმა შეიძლება ვერც კი გააცნობიეროს, რომ აწუხებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და არ აღიარონ სიმპტომები. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საკუთარი თავის და სხვების ცნობიერების ამაღლება ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთო სიმპტომების შესახებ, როგორიცაა განწყობის ცვლილებები, კვებითი აშლილობები, ძილის რეჟიმის დარღვევა და სოციალური გათიშვა.
ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არსებული სტერეოტიპებისა და ბარიერების დაძლელევაა. არასწორმა და სტერეოტიპულმა შეხედულებებმა შეიძლება შეაფერხოს ადამიანი დახმარების მოძიებაში, სირცხვილის ან უხერხულობის გრძნობის გამო.
ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ღიად საუბარი, მასთან დაკავშირებული სირცხვილის შემცირება, ეს ის ნაბიჯებია, რაც ხელს უწყობს პრობლემის აღიარებას, რაც პირველი საფეხურია მის დაძლევამდე.
სწორედ ამ და სხვა მრავალ საკითხს ეძრვნება მაისის თვის მენტალური და ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო კამპანია.
მენტალური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღის წლევანდელი სლოგანია „საკმარისზე მეტი“, რაც აჯამაებს კამპანიის მესიჯს: „ ყველა ადამიანი, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის გზაზე, იმსახურებს მხარდაჭერას, რესურსებს და საზოგადოების ზრუნვას“.
ვიზრუნოთ ერთმანეთზე! შენ საკმარისზე მეტი ხარ!
#MoreThanEnough