ყოველი სეზონი სახის კანისთვის ახალი გამოწვევაა. მზის სხივების ინტენსივობასთან ერთად, ზამთრის სუსხიც საკმაოდ პრობლემური ხდება.
გთავაზობთ მითებს, რომელებიც უკავშირდება კანის მოვლას:
#1 ცხელი წყალი კარგია თვქენი კანისთვის – მცდარია
ცხელი წყლით სახის და სხეულის დაბანა სინამდვილეში აშორებს საჭირო დამცავ ბერიერს – კანის ბუნებრივ ზეთს. სახის კანი კი განსაკუთრებით მგრძონიარეა, შესაბამისად, ცხელი წყლით დაბანამ შეიძლება გამოიწვიოს გამოშრობა და გაღიზიანება;
#2 აკნე მხოლოდ გარდატეხის ასაკში ჩნდება და გენეტიკურია
აკნე შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერ ასაკში და მისი გამომწვევი მიზეზი კი იყოს, როგორც ჰორმონალური ფონი, ასევე, კვებითი მიზეზები, გარემო პირობები, სტრესი და ა.შ.
#3 სახის ვარჯიშები შეამცირებს ნაოჭებს
ხშირად ფიქრობენ, რომ სახის კუნთების ვარჯიში გააძლიერებს, ან გაამკაცრებს სახის იერს. ეს არ არის სწორი. ნაოჭები, რომლებიც უკვე გაქვთ, უმეტესწილად მუდმივია. უფრო მეტიც, კანის ნებისმიერი განმეორებითი დაჭიმვა, სავარაუდოდ, ახალ ნაოჭებს გააჩენს;
#4 ფორები იხსნება და იხურება
თბილი ორთქლის ზემოქმედებით ფორები შედარებით ეშვება, მაგრამ არ იხსნება და არ იხურება
#5 გარუჯული კანი ჯანსაღია
რუჯი კანის თავდაცვით რეაქციაას მზისგან, შესაბამისად რუჯი იმის ნიშანია, რომ კანი დაზიანებულია
#6 შოკოლადი იწვევს აკნეს
შოკოლადი არა, თუმცა ზედმეტი შაქრის მოხმარება უდაოდ არის აკნეს გამომწევვი ერთ ერთი მიზეზი
#7 ზამთარში მზისგან დამცავის გამოყენება არ არის საჭირო
ზამთარში, ისევე როგორც ზაფხულში კანს აუცილებლად სჭირდება დაცვა მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. შესაბამისად, SPF–ის გამოყენება აუცილებელია
#8 მაკიაჟის მოხმარება უფრო მალე აბერებს კანს და აჩენს აკნეს
ეს ნამდვილად დამოკიდებულია პროდუქტებზე, რომლებსაც იყენებთ. ზოგიერთი დეკორატიული კოსმეტიკა კანზე დადებითად ზემოქმედებს. მთავარია სწორად მოიშოროთ მაკიაჟი
#9 მამაკაცების კანს დატენიანება არ ჭირდება
კანი არის კანი და დამატენიანებელი ისეთივე სასარგებლოა მამაკაცებისთვის, როგორც ქალებისთვის. დამატენიანებელი ხელს უშლის კანის ზედმეტად გამოშრობას.
#10 სტრესს შეუძლია გამოიწვიოს აკნე
მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ერთადერთი მიზეზი და, რა თქმა უნდა, არც მთავარი, სტრესი ქმნის ჰორმონალურ დისბალანსს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი.