ფარმაცევტული კომპანია ტაიკო, Ltd., ოსაკა, იაპონია

აირადი ქლორის დიოქსიდის წარმომქმნელი მოწყობილობები გამოიყენება ოთახების დეოდორანტად

მედიცინისა და სამედიცინო მეცნიერებების საერთაშორისო ჟურნალი, Vol. 1(7) pp. 288-289, ივლისი, 2009
ხელმისაწვდომია ონლაინ აქ…
©2009 აკადემიური გამოცემები
მოკლე კომუნიკაცია
ძალიან მცირე კონცენტრაციის აირადი ქლორის დიოქსიდის გავლენა სკოლის მოსწავლეებში გაცდენაზე

ფარმაცევტული კომპანია ტაიკო, Ltd., ოსაკა, იაპონია

ფარმაცევტული კომპანია ტაიკო, Ltd., ოსაკა, იაპონია

მიღებულია 03 ივლისი, 2009

აირადი ქლორის დიოქსიდის წარმომქმნელი მოწყობილობები გამოიყენება ოთახების დეოდორანტად. ჩვენ გამოვიყენეთ კომერციული, მაგიდის ზედაპირის დეოდორანტის კანისტრა, რომელიც უშვებს ძალიან მცირე რაოდენობის აირად ქლორის დიოქსიდს საკლასო ოთახში დეოდორანტის სახით. ჩვენთვის მოულოდნელად, დავადგინეთ, რომ იმ საკლასო ოთახში, სადაც მოწყობილობა იყო დადგმული, ბავშვების გაცდენის რაოდენობა იყო უფრო დაბალი (1.5%), ვიდრე იმ ოთახში, სადაც მოწყობილობა არ იყო (4.0%). ამ ორი საკლასო ოთახის გაცდენებს შორის პროცენტული განსხვავება (1.5% და 4.0%) საგრძნობლად განსხვავებული იყო (p < 0.00001). ამ პერიოდში გაცდენის ძირითადი მიზეზი იყო გაციება და გრიპის ვირუსი. იქიდან გამომდინარე, რომ ცნობილია ქლორის დიოქსიდის ვირულიციდური აქტივობა, ჩვენი აღმოჩენა მკვეთრად მიუთითებს, თუ რამდენად გამოსადეგია აირადი ქლორის დიოქსიდის ძალიან დაბალი კონცენტრაციით გამოყენება რესპირატორული ვირუსული დაავადებების აღმოსაფხვრელად ნახევრად დახურულ სივრცეებში, როგორებიცაა: თეატრები, საავადმყოფოები ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებები, ევაკუაციის საჭიროების გარეშე.

საძიებო სიტყვები: ქლორის დიოქსიდი, გაცდენა, მოსწავლეები, აირი, გრიპის ვირუსი, რესპირატორული ინფექცია, ვირუსი

შესავალი

ქლორის დიოქსიდი (ClO2) არის წყალში ხსნადი აირი ოთახის ტემპერატურაზე (Gordon et al., 1972). ის დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებოდა ონკანის წყლის დეზინფექციისთვის (Betancourt and Rose, 2004), bleach (Moran et al., 1953) და დეოდორანტად (Loesche and Kazor, 2002). მისი ძლიერი მჟანგველი აქტივობიდან გამომდინარე, ის ახერხებს ბაქტერიის, სოკოებისა და ვირუსების ინაქტივაციას (Berg et al., 1982; Morino et al., 2007; Roller et al., 1980; Simonet and Gantzer, 2006). წყალხსნარიდან გამოყოფილი აირადი ქლორის დიოქსიდი გამოუყენებიათ სანიტაიზერის და ოთახის ჰაერის დეოდორანტის ფუნქციით. ჩვენ გამოვიყენეთ კომერციული, მაგიდის ზედაპირის აირადი ქლორის გამომყოფი დეოდორანტის მოწყობილობა სასკოლო ოთახებში და შევნიშნეთ მნიშვნელოვანი რამ სკოლის მოსწავლეების მიერ გაცდენის შესახებ. ზრდადი საფრთხე – გრიპის ვირუსის პანდემია, რომელიც შეიძლება საჰაერო ტრანსპორტის გზით სწრაფად გავრცელდეს – ამჟამად სერიოზული გლობალური საზრუნავია. ჩვენი აღმოჩენის მნიშვნელოვნება რესპირატორული ვირუსის (მაგალითად, მაღალი ვირულენტობის მქონე ქათმის გრიპის) გავრცელების კუთხით ნახევრად დახურულ სივრცეებში, როგორებიცაა: თეატრები, საავადმყოფოები ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებები, მოკლედაა მიმოხილული.

მატერიალები და მეთოდები

*შესაბამისი ავტორი.

კომერციულად ხელმისაწვდომი მაგიდის ზედაპირის დეოდორანტი – აირადი ქლორის წარმომქმნელი მოწყობილობა (Cleverin G, a canister of 150 g active ingredients) იქნა გამოყენებული. ამ მოწყობილობის ინგერდიენტებია ნატრიუმის ქლორიტი (NaClO2), ნატრიუმის დიჰიდროფოსფატი, პოლიაკრილმჟავას ნატრიუმის მარილი და წყალი. ეს მოწყობილობა აირად ქლორის დიოქსიდს უშვებს სტაბილური მეთოდით. სამი ასეთი მოწყობილობა დაიდგა საკლასო ოთახში, რომლის იატაკის ფართობია 65 კვადრატული მეტრი (მთლიანი მოცულობა 230 კვადრატული მეტრი) და რომელსაც მოიხმარდა 34 მოსწავლე. მწარმოებლის თანახმად, ქლორის დიოქსიდის კონცენტრაცია ამ ფართობის საკლასო ოთახში ხდება 0.01-0.03 ppm, როცა ამ რაოდენობის ერთეულია გამოყენებული. ეს მონაცემები შეგროვდა დაწყებით სკოლაში, სადაც სწავლობდნენ 6-12 წლის მოსწავლეები. ბიჭებისა და გოგონების რაოდენობა იყო თითქმის თანაბარი. გაცდენის ხარისხში არსებული განსხვავების სტატისტიკური შეფასება ორ ჯგუფს შორის (მოსწავლეები ქლორის დიოქსიდის მოწყობილობის მქონე საკლასო ოთახსა და ჩვეულებრივ საკლასო ოთახში) მოხდა X2ტესტის მიერ და p<0.05-ზე განსხვავება მნიშვნელოვნად შეფასდა.

შედეგები და დისკუსია

როდესაც მოწყობილობა გამოვიყენეთ საკლასო ოთახში, დავადგინეთ, რომ 38 მომდევნო სასწავლო დღის განმავლობაში (იანვრიდან მარტამდე) გაცდენის ხარისხი (სკოლაში არმყოფი მოსწავლეების რიცხვი გაყოფილი მოსწავლეების საწყის რიცხვზე კონკრეტულ საკლასო ოთახში) აღმოჩნდა უფრო დაბალი იმ საკლასო ოთახებში, სადაც დამონტაჟებული იყო ქლორის დიოქსიდის მოწყობილობები, იმ საკლასო ოთახებთან შედარებით, სადაც ასეთი მოწყობილობები არ იყო დამონტაჟებული (დიაგრამა 1). თუმცა, დიაგრამა 1-დან სტატისტიკურად ბუნდოვანია, არსებითი იყო თუ არა განსხვავება გაცდენის ხარისხში ამ ორ ჯგუფს შორის. აქედან გამომდინარე, დავითვალეთ დამსწრე და არმყოფი მოსწავლეების ჯამური რიცხვი ზემოთ მოცემული მონაცემებში არსებული ინფორმაციის მიხედვით – დავაჯამეთ დამსწრე და არმყოფი მოსწავლეების რიცხვი ყოველდღიურად, 38 სასწავლო დღის განმავლობაში (ცხრილი 1).
დიაგრამა 1. მოსწავლეების გაცდენის ხარისხი. ნაჩვენებია გაცდენის ხარისხი (სკოლაში არმყოფი მოსწავლეების რიცხვი გაყოფილი მოსწავლეების საწყის რიცხვზე კონკრეტულ საკლასო ოთახში) საკლასო ოთახში, სადაც აირადი ქლორის დიოქსიდის მაგენერირებელი მოწყობილობები (Cleverin G) იყო (შევსებული წრეები, ერთი საკლასო ოთახი) და არ იყო (ცარიელი წრეები, 17 საკლასო ოთახი) მოთავსებული.

ცხრილი 1. დამსწრე ან არმყოფი მოსწავლეების ჯამური რიცხვები

სკოლის მოსწავლეების ჯამური რიცხვი
ClO 2 -ის მოწყობილობა დამსწრე არმყოფი
იყო დამონტაჟებული 1272 (98.5 %) 20 (1.5 %*)
არ იყო დამონტაჟებული 21634 (96 %) 900 (4.0 %*)

რიცხვები წარმოადგენენ სკოლის მოსწავლეთა ჯამურ რიცხვებს, რომლებიც ესწრებოდნენ ან აცდენდნენ სკოლას 38 თანმიმდევრული სასწავლო დღის განმავლობაში და იყვნენ საკლასო ოთახებში, სადაც ქლორის დიოქსიდის მოწყობილობა იყო დამონტაჟებული (ერთი საკლასო ოთახი) და არ იყო დამონტაჟებული (17 საკლასო ოთახი). *მნიშვნელოვნად განსხვავებული (p < 0.00001, X ტესტი).
გაცდენის ხარისხი, რომელიც წარმოდგენილია არმყოფი მოსწავლეების ჯამური რიცხვით, აღმოჩნდა დაბალი იმ საკლასო ოთახში, რომელშიც ქლორის დიოქსიდის მოწყობილობა იყო დამონტაჟებული, იმ საკლასო ოთახთან შედარებით, სადაც არ ყოფილა. პირველ საკლასო ოთახებში, დამსწრე მოსწავლეების ჯამური რიცხვი იყო 1271 (98.5%), და არმყოფი მოსწავლეების რიცხვი იყო 20 (1.5 %). მეორეს მხრივ, მეორე საკლასო ოთახებში დამსწრე მოსწავლეების ჯამური რიცხვი იყო 21634 (96%) და არმყოფი მოსწავლეების რიცხვი იყო 900 (4.0%). გაცდენის პროცენტული მაჩვენებლები (1.5 % და 4.0 %) იყო არსებითად (p < 0.00001, ტესტი) განსხვავებული. ეს მოულოდნელი დაკვირვება მკვეთრად მიუთითებს, თუ რამდენად გამოსადეგია ეს მოწყობილობა ინფექციური, დიდი ალბათობით რესპირატორული დაავადებების აღმოსაფხვრელად საზოგადოებაში. ზუსტად რომ დავამტკიცოთ დაბალი კონცენტრაციის აირადი ქლორის დიოქსიდის ეფექტი დაავადებების გაჩენის წინააღმდეგ, საჭიროა მომავალში ჯვარედინი კვლევის ჩატარება, რომლის დროსაც ქლორის დიოქსიდის მოწყობილობის მქონე საკლასო ოთახი შეისწავლება მოწყობილობის გარეშე, მოსწავლეთა იგივე რაოდენობით.

აღმოჩნდა, ამ მოწყობილობის გავლენა გაცდენის პროცენტის შემცირებაზე არის მოწყობილობიდან გამოყოფილი აირადი ქლორის დიოქსიდის დამსახურება, რადგანაც ამ მოწყობილობიდან გამოყოფილი აქროლადი მატერიალები არის მხოლოდ ქლორის დიოქსიდი და წყალი. რესპირატორული ვირუსული დაავადებები, როგორიცაა მაღალი ვირულენტობის მქონე ფრინველის გრიპი, მთელი მსოფლიოს ჯანდაცვის საზრუნავს წარმოადგენს (Ginsberg et al., 2009). რადგანაც ამ დაავადებებს აქვთ სწრაფი გავრცელების პოტენციალი საჰაერო ტრანსპორტის გამო, მათ შეუძლიათ გამოიწვიონ პანდემია, რასაც მილიონობით უბედური შემთხვევა მოჰყვება. მიუხედავად ამისა, მიმდინარე დროში, მსგავსი დაავადებების წინააღმდეგ არ გვაქვს შემუშავებული თითქმის არანაირი საწინააღმდეგო ზომები ნახევრად დახურულ სივრცეებში, როგორებიცაა, საჰაერო ტრანსპორტი, ტრამვაის ვაგონი და საკლასო ოთახი. ქლორის დიოქსიდის არსებულ ვირულიციდურ აქტივობაზე (Zoni et al., 2007) დაყრდნობით, ჩვენი მოულოდნელი დაკვირვება სკოლებში მიუთითებს შესაძლო გამოსადეგობაზე ძალიან დაბალი კონცენტრაციის აირადი ქლორის დიოქსიდისა, რათა ხელი შეეშალოს რესპირატორული ვირუსული დაავადებების გავრცელებას ევაკუაციის საჭიროების გარეშე. სკოლაში ჩატარებული წარმატებული დაკვირვების მიხედვით, ვასკვნით, რომ ძალიან დაბალი კონცენტრაციის მქონე ქლორის დიოქსიდი შესაძლოა აღმოჩნდეს პოტენციური ხელისშემშლელი აგენტი ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, როგორიცაა რესპირატორული ინფექციები, ნახევრად დახურულ სივრცეებში. მყარ მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული ფართო მასშტაბის სამომავლო კვლევები საჭიროა, რათა მოხდეს ჩვენი მნიშვნელოვანი დაკვირვების დასაბუთება.