კორონავირუსსაც კლავს

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა გამოვიყენოთ ქლორის დიოქსიდი

ქლორის დიოქსიდი ძლიერი სადეზინფექციო საშუალებაა, რომლის მიმართ ბოლო დროს ინტერესი მატულობს, ვინაიდან კვების მრეწველობის სფეროში, სანიტარიული დაცვის კუთხით მეტი მოთხოვნა გაჩნდა ეფექტურ დეზინფექტანტებზე. იგი აპრობირებულია ამერიკის სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) და ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) მიერ, წარმოადგენს რა ძლიერ ზეძმარმჟავას, უფრო ეკონომიურია და საგრძნობლად ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს, ვიდრე მეოთხედი ამონიუმის მარილები, ქლორი ან ბრომი. შედეგად, ქლორის დიოქსიდი საუკეთესო არჩევანია საკვებ ნივთიერებათა გადამუშავების საწარმოებისთვის. მისი ღირებულება თითქმის სხვა სადეზინფექციო საშუალებების ფასის იდენტურია, მეტად ფართო დანიშნულებისთვის გამოიყენება და ნაკლებად საზიანოა. იგი აქტიურად ებრძვის ბიოფილმებს, რაც კვების ინდუსტრიის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს მავნე ბაქტერიების განადგურების კუთხით. მას არ გააჩნია ქლორისთვის დამახასიათებელი კოროზიის გამომწვევი თვისება და არ აქვს მძაფრი სუნი.

იგი წარმოადგენს სანიტარიული მომსახურების მრავალმხრივ ალტერნატიულ საშუალებას, როგორც პასტერიზაციის კუთხით, ასევე სითბოს გადამცემი, აორთქლებითი გამაგრილებელის, მყარი ზედაპირების დეზინფექციის, სასმელი წყლის და ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოებში გამაგრილებელი დანადგარების დეზინფექციისთვის. იგი უფრო და უფრო აქტიურად გამოიყენება რძის პროდუქტების და სასმელების ინდუსტრიის სფეროში, ხილბოსტნეულის გადამამუშავებელ საწარმოებში, საკონსერვო ქარხნებში, მეფრინველეობის და მეხორცეობის საწარმოებში, როგორც მიკრო ორგანიზმების გამრავლების კონტროლის მექანიზმი.

„ საკვებ გადამუშავების ინდუსტრიაში ყველა დაინტერესებულია დასუფთავების და სანიტარიული ნორმების უკეთ დაცვით „ – აღნიშნა ქიმიური ნივთიერებების ლიდერი მწარმოებლის – ბირკო/ Birko Corp-ის ბიზნეს განვითარების დირექტორმა ფრედ ჰოლცჰაუერმა. კომპანია მიკრო ლუდსახარში, ხორცის, მეფრინველეობის და სასურსათო მწარმოებლებს 200-ზე მეტი დასახელების საწმენდ და სადეზინფექციო საშუალებებით და დანადგარებით უზრუნველყოფს(www.birkocorp.com).
ქლორის დიოქსიდი ანადგურებს საკვები პროდუქტის ზედაპირებებზე წარმოქმნილ მავნე ბაქტერიებს და ებრძვის ბიოფილმებს და ამასთან მეტად უსაფრთხოა ვიდრე სხვა ნაკლებად ეფექტური საშუალებები. ქლორის დიოქსიდი – ეს არის პასუხი, განაცხადა ჰოლცჰაუერმა. გთავაზობთ 10 მიზეზს თუ რატომ უნდა გამოვიყენოთ ქლორის დიოქსიდი :

  1. ქლორის დიოქსიდს წყალში ქლორის 2.6 ჯერ ოქსიდირების უნარი აქვს, გააჩნია დეზინფექციის ფართო მოქმედების სპექტრი და შესაბამისად განსაკუთრებით ეფექტურად სპობს ბაქტერიებს. კვლევებმა აჩვენა ბაქტერიების 1,000,000 ჯერ შემცირების შედეგი.
  2. ქლორის დიოქსიდს ბევრად მაღალი pH სპექტრი გააჩნია ვიდრე ქლორს, რაც მისი მრავალმხრივი გამოყენების შესაძლებლობას იძლევა და ეფექტურად გამოიყენება სხვადასხვა აპლიკაციებში. ქლორისგან განსხვავებით, ქლორის დიოქსიდი აირის სახით გამოიყოფა. ქლორის დიოქსიდის უმნიშვნელო რეაქცია წყალთან მიმართებაში მეტყველებს იმაზე, რომ ის ეფექტურად ინარჩუნებს ბიოციდური უნარს მაღალი pH დონის ფონზე. ქლორის დიოქსიდი ასევე ნაკლებად შედის რეაქციაში ორგანულ ნივთიერებებთან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იგი მოქმედებს როგორც ბიოციდური აგენტი და მისი მოხმარება არ ხდება იმავე დონეზე, რაც მსგავს პირობებში ქლორის გამოყენება მოითხოვს. გარდა ამისა, ქლორი რეაქციაში შედის და მისი მოხმარება ხდება ამიაკის ან ამინების მიერ მაშინ როდესაც ქლორის დიოქსიდი ძალიან ნელა რეაგირებს მეორად ამინებზე და ძალიან ფრთხილად შედის რეაქციაში პირველად ამინებთან ან ამიაკებთან მიმართებაში.
  3. ქლორის დიოქსიდი რეგისტრირებულია EPA-ს მიერ (რეგისტრაციის N 74986-1) და ითვლება საუკეთესო ბაქტერიოციდურ, ფუნგიციდურ და ანტიმიკრობულ აგენტად. ქლორის დიოქსიდის, როგორც სადეზინფექციო და საკვებ პროდუქტთან შეხების მქონე ზედაპირების დეზინფიცირებადი საშუალების გამოყენება, შეესაბამება EPA-ს DIS/TISS სახელმძღვანელოს მიერ გათვალისწინებულ მკაცრ ნორმებს.
    4. ნატრიუმის ქლორიდის და ქლორის დიოქსიდის გამოყენება საკვებ გადამამუშავებელ საწარმოებში სერთიფიცირებულია ამერიკის სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) და ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ, როგორც ბაქტერიების და სოკოს საწინააღმდეგო სადეზინფექციო საშუალება.
  4. ამ ეტაპზე EPA განიხილავს ქლორის დიოქსიდის გამოყენებას, როგორც ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებას E. coliO157:H7 -ს და მედიკამენტებისადმი რეზისტენტული შტამის მქონე სალმონელასთან მიმართებაში. აგრეთვე, EPA -ს მიერ განიხილება ქლორის დიოქსიდის ვირუციდური მოქმედება აივ ინფექციის და A ჰეპატიტთან მიმართებაში და მისი გამოყენება ფუნგიციდური, ვირუციდული და ალგიციდური დანიშნულებით.
  5. ქლორის დიოქსიდი მიჩნეულია, როგორც ერთერთი საუკეთესო საშუალება ბიოფილმებთან საბრძოლველად და აგრეთე, გარკვეულ შემთხვევებში აფერხებს ახალი ბიოფილმების წარმოქმნას. აღნიშნულია მახასიათებელი მეტად საჭიროა საკვებ გადამუშავების საწარმოებში მცირე გამაგრილებელი დანადგარების დეზინფექციისთვის, ისეთ პირობებში, როდესაც საკვები პროდუქტის დაბინძურებამ შესაძლოა გამოიწვიოს ბიოფილმების და ლორწოვანი ორგანიზმების წარმოქმნა. ბიოფილმი წარმოადგენს ბაქტერიულ პოლისახარიდს ან დამცავ ფენას, რომელიც იცავს მიკრობებს და სიცოცხლისუნარიან ბაქტერიების კოლონებს მოიცავს, რაც კიდევ უფრო ართულებს ზედაპირების წმენდა/დეზინფიცირებას.
  6. ქლორის დიოქსიდი გამოიყენება საკვები პროდუქტების შეხების ზედაპირზე 5 ppm გაზავებული კონცენტრაციით. რიგ შემთხვევებში მსგავსი ნარევი სწრაფად ანადგურებს ბაქტერიებს და შედეგი გაცილებით მცირე დროში მიიღწევა ვიდრე, როგორ წესი სადეზინფექციო კვლევებისთვის საჭირო 30- წუთიანი პერიოდი. ქლორის დიოქსიდის მცირე დოზით გამოყენება ძლიერ ეფექტურია და საკმაოდ ეკონომიურ საშუალებას წარმოადგენს.
  7. ამ ეტაპზე, პრობლემურ იჯრედებს არ აქვთ რეზისტენტულობის გამომუშავების უნარი ქლორის დიოქსიდის მიმართ, მაშინ როდესაც სხვა სადეზინფექციო საშუალებები ამის საშუალებას იძლევა. შესაბამისად, ქლორის დიოქსიდი ერთგვარი მდგრადი სადეზინფექციო საშუალებაა.
  8. ქლორის დიოქსიდის გამოყენება ეფექტურია უსიამოვნო სუნის გასაქრობად, სადეზინფექციო და წყლის ფილტრაციის პრაქტიკაში. Birko Corp გვთავაზობს ექსკლუზიურ ClO2 თაობის სისტემას, რომელიც წარმატებით ანაცვლებს ძველ, სტანდარტულ „ვაკუუმური ტუმბოს“ ტექნოლოგიას.
  9. მათეთრებელი ქლორის და ბრომისგან განსხვავებით, რომელნიც ქმნიან კანცეროგენულ ნივთიერებას და მისი გამოდინება ხდება ჩამორეცხვისას, რაც შემდეგ ნალექის სახით გარემოში გროვდება, ქლორის დიოქსიდი გამოყოფს ჟანგბადს და იშლება წყლად, ჟანგბადად და ჩვეულებრივ სუფრის მარილად. ეს თვისება მას მეტად უსაფრთხოს ხდის გარემოს დაცვის კუთხით და ნაკლებად იწვევს დანადგარების კოროზიას. ის სწრაფად იშლება, რაც იმას გულოსხმობს, რომ ნიადაგი არ ბინძურდება და ტოქსიური ნარჩენები მიწაზე არ რჩება.

როგორც ჰოლცჰაუერი ამბობს -“ქლორის დიოქსიდს გააჩნია გამოყენების ფართო სპექტრი, არის ეკონომიური და სხვა საშუალებებთან შედარებით უსაფრთხო. იგი უკონკურენტო ლიდერია“.

თარგმნა: თამუნა ლეჟავა/Tamuna Lezhava